"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
რა თამარ ივერის საქმეა სხვისი ოჯახის საქმის გარჩევა
Ირაკლი
21 თებერვალი 2024 22:48
40
მართალია ეს ქალი, საზოგადოება ხმას რომ არ იღებს იმიტომაც ვართ ასე,
მარი
21 თებერვალი 2024 23:11
17
თამარ ივერი კი არა "თამარ ცბიერი" ხარ ამ ინფორმაციის შემდეგ. ენას რომ ატარტარებ იმედი გაქვს, რომ მოპასუხე არ გეყოლება?
პლეხანოველი
21 თებერვალი 2024 14:12
29
ვისი რა საქმეა ცოლს სოფელში წავიყვან საცხოვრებლად თუ ქალაქში ყველამ თავის ბ....ზ მამიდას მიხედოს...დღევანდელი ქალები იმდენად გაბლატავებულები ხართ პატარა კონფლიქტი და ჩივილი კივილი იყო არიყო ყველაფერს აბრალებთ კაცებს და რატომ იმიტომ რო კაცი ყოველთვის დამნაშავეა რაცარუნდა ჩაიდინოს......ესეთი შეხედულებებიი გაქვთ დღევანდელი ქალების 90% ეს არის სიმართლე...
სიმართლე
21 თებერვალი 2024 13:30
41
სხვისი ოჯახის განკიᲗხვას მოეᲨვი,არ იცი რა როგორ იყო,რატომ გგონიაᲗ,რომ ყველას უხარია ცნობადობა,კიდევ რას დააბრალებᲗ მიწებს ახნევინებდა და რამდენ სისულელეს,ცხვირს ნუ ჰყოფ იქ სადაც არავინ გეპატიᲟება,კი ბატონო Თქვენს პროფესიაᲨი წარმატებული ხარᲗ,მაგრამ ეს იმას არ ნიᲨნავს,რომ ცხოვრება გვასწავლო და ადამიანი ლანᲫᲦო,ვინ ხარ საერᲗოდ,აფიᲨებიდან ვინ უნდა Ჩამოიხსნას და ვინ არა,კიდევ კარგი ციხეᲨი Ჩაჯენა,რომ არ მოიᲗხოვა,წადი ბატონო და იმᲦერე რამდენიც გაგეხარება,დავიᲗ გოგია ᲗვიᲗონაც არ Ჩანდა არსად,ასე მოინდომეს ცხოვრება,Ჩვეულებრივი Ჭორიკანა ხარ ქალბატონო Თამარ.
გოᲩა
21 თებერვალი 2024 12:45
47
სოფელში ცხოვრება ანუ მხოლოდ მახინჯი ქალებისთვის არის თუ რას გულისხმობს ეს ქალბატონი ცოტა ვერ გავიგე.
სიმენონი
21 თებერვალი 2024 21:08
28
მისი სურვილის საწინააღმდეგოდ და ძალით ყოფნაზე ლაპარაკობს ადამიანი რა შუაშია სიმახინჯე?
21 თებერვალი 2024 21:32
16
სხვათაშორის, შენზეც ვიცით "რაღაც-რაღაცეები" და არ გგვათქმევინო ჯობია!
თამარ ივერიელს.
21 თებერვალი 2024 14:36
48
დღეს კაცი სულ მართალი რომ იყოს ქალი რო ურტყავდეს აფარჩაკებდეს ყველანაირად მაინც კაციაა დამნაშავე ეს ხელისუფლების ბრალია რო ამდენ უფლებებს აძლევენ ქალებს... როგორ დავიჯერო ესეთი ფაქტები არ ხდება მაგრამ ყველა კაცს თავის თავმოყვარეობა აქვს არავინ გამოვა და საჯაროდ არ დაიწყებს ქალი მაზიანებსო...ყველა ცუდიი ქალი რასაც ქვია უნდა გადაშენდესსა ამ ქვეყნიდან მართლა გაივსოოო ბ...ოზზ..თ მთელი საქართველო ქალს ვერ შეიყვან ოჯახშიი გადახნული ყავთ მთელ თბილის და საქართველოს წავიდა ძველი ქართველი ქალების სიწესიერე ვაფშე დღეს ქალების დროა..რესტორანში შეხვალ სულ ქალები არიან ყველგან გრიალებენ გულაობენ ყველაფერს კადრულობენ და საქმე საქმეზე რო დადგება კაცია თურმე მოძალადე და ყველაფერში დამნაშავე აღარ გვყავს წესიერი ქალები ამ ქვეყანაში... ბევრი ფაქტი ვიციი ერთი 5 შვილის დედაა ქმარიც ყავს და გაგდებული ყავს ნახევარ თბილის ქმართან ანგელოზიააა რაუნდა უქნა ეგეთ ქალს პროსტა მითხარით ქალებო..დაშორდე ხო ჯიგრები ხართ....
Karche ra
21 თებერვალი 2024 13:39
29
აი ის ხალხი ვინც 22 დისლაიქი დაუწერა ამ კომენტარს ვთხოვ უფალს თქვენ თავზე გამოგაცდევინოთ ქალებმა რასაც უშვრებიან ქალები ნახევარ საქართბელოს....
სიმართლე
21 თებერვალი 2024 15:20
8
ამ პროვოკატორ ნიანგს ვინმემ კითხა რამე?
ანტი პროვოკატორი
22 თებერვალი 2024 13:03
36
ჩემი სათქმელი თქვით თამარ.ამ მსახიობის შესახებ რომ წავიკითხე ჯერ კიდევ მის გარდაცვალებამდე,მაშინვე ვიფიარე,რომ მისი მეუღლე მოძალადე და მჩაგვრელი იქნებოდა.
თამარი
21 თებერვალი 2024 20:40
13
რა სისულელეა კოტრიკაძე კინოდან იმიტომ წავიდა რომ რეჟისორებმა აწყენინეს და დაიფიცა ჩემი ფეხი აღარ იქნება გადასაღებ მოედანზეო და თავისი ნებით წავიდა სოფელ დიღომში შორს ჟურნალისტებისგან და "თაყვანისმცემლებისგან" და სისულელეა თითქოს ქმარმა სადღაც გამოკეტა და "მზის სინათლეს არ აჩვენებდა" თუ მართლა ასე იყო რატომ არ დაშორდა და რატომ არ წამოვიდა იქედან ? რაა ავტომატით ადგა ქმარი ან ჯაჭვით ყავდა დაბმული ? მითუმეტეს ძალიან ცნობილი მეგობრები ყავდა ხათუნას (თუნდაც მამამისის ცნობილი ფეხბურთელის მხრიდან და სხვა წრეებიდანაც ) და ერთმა რატომ არ ამოიღო ხმა -არიქა ხათუნას ქმარს ცხრაკლიტულში ყავს გამოკეტილი და ძროხების მოვლას აიძულებსო ! რა მე-19 საუკენეა მამაძალიი ???
zura222
21 თებერვალი 2024 16:13
31
შენ ძმაო, სად ცხოვრობ არ იცი? "ოჯახი არ დაანგრიო" " ქალმა უნდა მოითმინოს" " ბოლობოლო ხომ არ ცემდა და ახლა თუ გამოკეტილი ყავდა, არც არაფერს აკლებდა - ფული თავზე საყრელად ქონდა" პირველად გესმის? ჩვიდმეტი წლისა გათხოვდა და ყველას არ შეუძლია გოიმი საზოგადოების ქაჯურ აზრებს წინააღმდეგობა გაუწიოს. დედამისი გამოტყდა კიდევაც ინტერვიუში გაყრა რომ მოინდომა მე არ დავანებეო. ძალიან ძნელია მხარში რომ არავინ გიდგას , დედაც კი.
კაი ერთი
21 თებერვალი 2024 21:12
3

სიახლეები პოპულარული