"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
ეგ ივერი მოიშორე,შენ ქართულის არაფერი გცხია
ნაპოლეონი
21 თებერვალი 2024 15:37
37
100% მართალი ბრძანდებით!
ქ. გ.
21 თებერვალი 2024 15:52
13
არ ვიცი ამ ოჯახის ისტორია, რომ საკუთარი აზრი გამოვთქვა.
უბრალოდ, მინდა გავეპასუხო ერთ კომენტარს, ცნობილი სიმღერიდან რომ მოჰყავს ფრაზა - ,,ლამაზი ქალი მაინც სხვისია"-ო.
საკმაოდ არაობიექტური ტექსტია ქალების მიმართ (რომ არ ვთქვა, რომ სულელურია) და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცნობილი ადამიანის ნამღერია. რა, ვისაც ლამაზი მეუღლე ჰყავს, ის აპრიორი სხვისია?
კოლა
21 თებერვალი 2024 19:47
2
სწორედ ეს ღუპავს დღევანდელ საქართველოს ყველამ ყველაფერი ვიცით და თვალებში ნაცარს ვიყრით ...(აქამდე სხვა გვაყრიდა ეხლა ჩვენ თვითონ ვიყრით) ვითომ ყველაფერი კარგადაა...
Data
21 თებერვალი 2024 17:46
8
ძველ ბიჭებს ბირჟაზე დგომით , ცივ ბორდიურზე ჯდომით , "სემიჩკის" ჭამით ,სმით, წამალით , ციხეში ჯდომით-- ხო აღარ უდგებათ და ცოლების ცემას ამართლებენ , რომ სხვისკენ არ გაიხედოს:))) მუაჰაჰაჰაჰა
Silver xerxes
21 თებერვალი 2024 14:09
7
ის რატომ ხდება ორმეტრიან,სპორტულ,მავნე ჩვევების არ მქონე,ოჯახზე,შვილებზე და ცოლზეგადაგებულ,კაცს რომ შეუხედავ ნარკომანზე ცვლის ტუტუცი ქალი?
გრიშა
23 თებერვალი 2024 08:11
2
ადამიანი, რომელიც შრომას არ აფასებს და საქმიანობას ყოფს საფეხურებად, ჩემთვის არის ჩლუნგი. მთაში ხომ არ ჰყავდა გამომწყვდეეული, წამსვლელი გაიქცეოდა. ნუ გადააქცევთ ამ საიტს ჭორ-ბიუროს განყოფილებად. თუ თქვენ სპორტული ანალიზის გაკეთება არ შეგიძლიათ, დაეკითხეთ მწვრთელებს რა გზაზეა ძიუდო, ძალოსნობა, ჭიდაობა და გამოაქვეყნეთ. სიამოვნებით წავიკითხავთ და ნუ დაანაგვიანებთ აქაურობას ქაჯების გამონათქვამებით, უჭკოების ვითომ პროფესიონალების გამონათქვამებით.
გიორგი
21 თებერვალი 2024 13:28
11
ინტრიგანი კაცი ვაარ დამწვარი ვარ მზისაგაან
ბს
21 თებერვალი 2024 14:46
7
დღიდან ამ "მეკარის" ცოლობისა ეს საოცარი და სათნო და ლამაზი ადამიანი მოაკლდა საზოგადოებას ვთხოვ მის შვილს თუ შვილებს გაგვარკვიონ რა ხდებოდა ამ საოცარი გოგონას თავს
თეიმურაზ
22 თებერვალი 2024 05:20
8
100% გეთანხმები.
maxo
21 თებერვალი 2024 17:23
13
ეს ყველაფერი რომ სიცოცხლეშივე თქმულიყო, კიდევ ექნებოდა რაღაც აზრი და იქნებ, შედეგიც, მაგრამ ახლა მხოლოდ გარდაცვლილს შეურაცხყოფთ და რატომღაც გიხარიათ კიდეც...
ვოოტ
21 თებერვალი 2024 16:14
15
გულისამრევი დედაკაცი. ამისნაირი ცოლი ვისაც ყავს, ყველას ერთი სული ექნება, სადმე გააგდოს და დაისვენოს, მაგრამ ამისნაირების გარდა არსებობს ოჯახები, სადაც ისეთი იდილიაა, ვერცერთი პროფესია და გართობა რომ ვერ ჩაანაცვლებს. ვინაა ეს ქალი, სხვებს რო მოძღვრავს, ან ვის აინტერესებს ამის ბოდვა?
ავთო
22 თებერვალი 2024 10:15
30
რას ბოდიალობს ეს ქალი? ფაქტები გააქვს? თუ იცოდი ხათუნას სიცოცხლეში რატო არ სთქვი? მაგრამ ეს ივერი არი ჭორიკანა ქალი.არ იცის რითი მიიქციოს ყურადღება და იდიოტობებს წერს.
zaza
22 თებერვალი 2024 08:57
19

სიახლეები პოპულარული