"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
რა სისულელეა კოტრიკაძე კინოდან იმიტომ წავიდა რომ რეჟისორებმა აწყენინეს და დაიფიცა ჩემი ფეხი აღარ იქნება გადასაღებ მოედანზეო და თავისი ნებით წავიდა სოფელ დიღომში შორს ჟურნალისტებისგან და "თაყვანისმცემლებისგან" და სისულელეა თითქოს ქმარმა სადღაც გამოკეტა და "მზის სინათლეს არ აჩვენებდა" თუ მართლა ასე იყო რატომ არ დაშორდა და რატომ არ წამოვიდა იქედან ? რაა ავტომატით ადგა ქმარი ან ჯაჭვით ყავდა დაბმული ? მითუმეტეს ძალიან ცნობილი მეგობრები ყავდა ხათუნას (თუნდაც მამამისის ცნობილი ფეხბურთელის მხრიდან და სხვა წრეებიდანაც ) და ერთმა რატომ არ ამოიღო ხმა -არიქა ხათუნას ქმარს ცხრაკლიტულში ყავს გამოკეტილი და ძროხების მოვლას აიძულებსო ! რა მე-19 საუკენეა მამაძალიი ???
zura222
21 თებერვალი 2024 16:13
31
შენ ძმაო, სად ცხოვრობ არ იცი? "ოჯახი არ დაანგრიო" " ქალმა უნდა მოითმინოს" " ბოლობოლო ხომ არ ცემდა და ახლა თუ გამოკეტილი ყავდა, არც არაფერს აკლებდა - ფული თავზე საყრელად ქონდა" პირველად გესმის? ჩვიდმეტი წლისა გათხოვდა და ყველას არ შეუძლია გოიმი საზოგადოების ქაჯურ აზრებს წინააღმდეგობა გაუწიოს. დედამისი გამოტყდა კიდევაც ინტერვიუში გაყრა რომ მოინდომა მე არ დავანებეო. ძალიან ძნელია მხარში რომ არავინ გიდგას , დედაც კი.
კაი ერთი
21 თებერვალი 2024 21:12
3
აქ ვინც ძალიან გადაირია ივერის ნათქვამზე შეიგნეთ რომ:
1. ივერი არ ჭორაობს და არაფერს იგონებს, რადგან იყო რამდენიმე წლის წინ ინტერვიუ ხათუნას დედასტან, სადაც დედამისი ყვება ტუ რა სიტუაცია იყო ოჯახში. მძიმე წასაკითხია, მოიძიეთ და ნახავთ. თან ხათუნას დედის ინტერვიუმდეც ცნობილი იყო ეს ამბავი, მაგრამ ინტერვიუს შემდეგ კითხვის ნიშნები საერთოდ მოიხსნა.
2. ვისაც აქ გონია, რომ ეს სხვის ოჯახში ჩარევის სურვილია, ძალიან ცდება, რადგან ეს სხვა ახალგაზრდა გოგონებს დაიცავს, ნაწილს მაინც, გოგიასნაირებისაგან. და არც გოგიას უნდა შერჩეს ადამიანის ცხოვრების დანგრევა. რომ სხვა გოგიებისნაირებმაც უნდა იცოდნენ რომ ვერაფერს მიჩქმალავენ...


უნდა თქმულიყო და ითქვა
21 თებერვალი 2024 16:10
11
ჩასაფურთხებელი აზროვნება შენ გაქვს, პათოლოგების გამპრავებელო!. სოფელში გადასვლაზეა აქ ლაპარაკი? პათოლოგ ეჭვიანზეა ლაპარაკი, რომელიც ცოლს სახლიდან გასვლის უფლებასაც არ აძლევდა. მთელმა თბილისმა იცოდა ეგ ამბავი მერე დედამაც დაადასტურა ინტერვიუში. შენ რა ვენებს იჭრი არ იყო ეგრეო, თუ ნორმალურად მიგაჩნია ეგეთი სიტუაცია ოჯახში? ალბათ ეგრე მიგაჩნია რომ მერე რა, ცოლი ქმრის საკუთრებაა აი რაღაც შინაური ცხოველივით და როგორც უნდა ისე მოექცევა ხომ? შენი აზროვნება...
Gel 100 ს
22 თებერვალი 2024 21:14
0
რო წერ არაფერს ჭორაობს რადგან რამდენიმე წლის წინ ინტერვიუ იყო სადაც დედამისი ყვებოდა ყველაფერსო და აქამდე სად იყო?? აი ზუსტად ეგაა ჭორაობა, თუ რაიმე იცოდა რითიც დახმარება შეეძლო ხათუნასი რატომ მის სიცოცხლეშივე არ ამოიღო ხმა??ეხლა რამე აზრი ააქ გარდაცვლილისთვიის?? არ დაიწყოთ ეხლა სხვებმა რო გაითვალისწინონო,,გასათვალისწინებელი იმდენია,თან კიდე თუ ადამიანი სოფელში ქმართან ერთად თავისი ოჯახური ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს იქნება ეს ფერმა თუ მებაღეობა ესეიგი აპრიორი მოძალადე ქმრის ტყვეობაშია რა ლოგიკაა??ქალებს გეკითხებით ცხოვრებიდან გამომდინარე რო მოგიწიოთ სოფელში გადაცხოვრება და შინაური ცხოველების და ფრინველების მოშენება რას იზავთ??ოჯახს დაანგრევთ??ანუ თუ თბილისში ცხოვრება გაუჭირდა ოჯახს,
მეტი საშუალება არ არის გარდა სოფელში წასვლის და იქ ცხოვრების ყველა ვარიანტში ოჯახი ინგრევაა??აქ ყოფნა ვითომ კურიერობა და სინამდვილეში ბარიგობა და ბოზობა ჯობია სოფელში წასვლაას და მეურნეობის ან მეცხოველეობის გაკეთებაას??ჩაგაფურთხეთ აზროვნებაში
gel-100
21 თებერვალი 2024 21:46
11
ეს ივერიელიც გამოგვივიდა, მარია კალასი არა?
თამარ ქალო! თვალებს ნუ გვიბრიალებ!
21 თებერვალი 2024 15:59
26
ეგ ივერი მოიშორე,შენ ქართულის არაფერი გცხია
ნაპოლეონი
21 თებერვალი 2024 15:37
37
100% მართალი ბრძანდებით!
ქ. გ.
21 თებერვალი 2024 15:52
13
Წავიკითხე ხათუნას დედის ინტერვიუ. Ამოუვიდა ქალს ყელში ამდენი დუმილი, ყველაფრის მოთმენა და ამოხეთქა. Თუ ტყუილი იყო პირადად ქალბატონ ხათუნას და მის ოჯახს უნდა გაეპროტესტებინა. Ისინი დუმდნენ და ახლაც არ აკეთებენ კომენტარებს. Ინტერვიუში წერია, რომ ქმარი მოკვლით ემუქრებოდა. Მას კი წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდა. Სამწუხაროა. Სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო, რა ჩვენი საქმეაო... და მოძალადე ქმარმა ცოცხლად გააქრო ასეთი მშვენიერი ქალი.
Თამარი
21 თებერვალი 2024 15:32
17
ვაიმე ივერიელის ქალს, თურმე ძროხა არ უყვარს და მისი რძის სუნი! დავიჯეროთ თამრიკუნა: ყველს, ხაჭოს, მაწონს და ასე შემდეგ, რაც ძროხის რძისგან მზადდება არ მიირთმევ? მიირთმევ და თანაც როგორ?
ლიკა
21 თებერვალი 2024 15:29
23
ჩემი კომენტარის ადრესატი არის თამარ ივერიელი, რომელსაც თურმე სინამდვილეში მოუწველია ძროხა და იმის მერე თურმე, ხელებიდან რძის სუნს ვერ იცლის, რადგანაც "შეიზიზღა ძროხაც და ძროხის რძეც". შენ კი კარგად გადაგეკითხა ჩემი კომენტარის შინაარსი და დასკვნასაც გამოიტანდი! ისე შენც არ "გაწყენდდა" ის რძის პროდუქტები, რადგანაც ტვინს და გონებას ძალიან უხდება! ლიკა.
ლიკას-ს
21 თებერვალი 2024 18:01
6
ლიკა შენ ისეთ პროდუქტებს მიაწექი ცოტა ტვინს,რომ უხდებოდეს,წაკითხულიდან აზრის გამოტანაში დაგეხმარება,მაინც ეცადე და რამოდენიმეჯერ წაიკითხე და იქნებ მიხვდე,რომ აქ ლაპარაკი ძალდატანებით "არჩეულ" ფერმერულ ცხოვრებაზეა (მიაქციე ყურადღება სიტყვა ძალდატანებას).
ლიკას
21 თებერვალი 2024 16:11
7
აი ხო არ არსებობს ისეთი სამსახური სადაც მარტო ქალი იმუშავებს..
ხოდა მე არ მიქმნის კომფორტს რო ჩემს ცოლს ვიღაც ტიპი კოლეგა ყავდეს
-რა ვარ ეჭვიანი,მაგრა ჩემთვის არაკომფორტულია.
ამიტომ ვეცდები მე თვითონ ვიშოვო იმდენი რო ცოლს მუშაობა არ დასჭირდეს.
და თუ მაინც მომთხოვა რო კარიერა და ა.შ. აინტერესებს-მაშინ წავიდეს,იშოვოს ფული და იაროს შოპინგებზე საკუთარი ფულით.
მასეთი ქალი ვინც მაგ არჩევანს გააკეთებს არ მჭირდება გვერდით.
ეს არის ჩემი პირადი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
ვისაც სხვა აზრი აქვს იმასაც პატივს ვცემ
Levani
21 თებერვალი 2024 15:17
30
ეჭვიანი არ ვარო და თან ჩემ ცოლს მამრი კოლეგა რომ ყავდეს, დისკომფორტიაო. თუ სახლში გამოკეტვა არ უნდა, ეგეთი არ მჭირდებაო. თქვენ სიტყვა ეჭვიანის განმარტება არ გცოდნიათ, მოქალაქევ. ოთხ კედელში გამომწყვდეულზე რომ არ იეჭვიანებთ, ეგ ადეკვატურობას არ ნიშნავს. თქვენ როგორც აღწერთ საკუთარ თავს, ზუსტად მაგას ეწოდება ავადმყოფური ეჭვიანობა.
არმაზ
25 თებერვალი 2024 00:39
0
ტელევიზორიც არ აყურებინო. იქაც ჩანან კაცები, თან ხშირად წარმატებული, ლამაზი, ძლიერი და მდიდარი კაცები... ხოდა მოერიდე დისკომფორტს...
ჰაჰაჰა
22 თებერვალი 2024 16:06
0
ყველა გამოხმაურება
ეს ქალი (თათარ გიჟერი) არ არის ნორმალური. არც ერთ კაცთან არ ექნება მას ბედნიერი ურთიერთობა.
ბავშვებო! ასეთ ქაჯებს რომ დაინახავთ, შორს გაიქეცით.
არ დაბლოკოთ. ამ რჩევამ ერთი ბიჭი მაინც რომ გადაარჩინოს, უკვე ღირს ამის გამოქვეყნება.
ქ. გ.
21 თებერვალი 2024 15:13
29
საწყალი ქართველი ქალები, ისეთი "დაჩაგრულები" არიან ქართველი ქმრებისგან, რო პირდაპირ "ჩადრებით" დადიან, რადგანაც ქმრები "აიძულებენ" ,არა კოლექტიურო თამრიკოებო? ეხლანდელ 21-ეე საუკუნის აშარაშკა ქალებს, ვინმე დაჩაგრავს? აქეთ ჩაგრავენ კაცებს,თავიანთი აგრესიული ხასიათებით. ვერა ხედავთ "შტანგებსაც წევენ" უკვე!
ასეა!
21 თებერვალი 2024 14:54
35
საქმეც მაგაშია, რომ აშარაშკა ქალებს ფეხქვეშ ეგებიან, წესიერ მშვიდ და მოსიყვარულე ქალებს კი აჩმორებენ და თუ დაჩმორება ვერ აიტანა და გაშორება გაბედა კლავენ. ლამის დღე არ გავა, რომ ასეთი მკვლელობის ამბავი არ გავიგოთ. ქალების მხრიდან ქმრის მკვლელობის მაგალითები კი - ერთი მაგდა პაპიძეა. რა ქალს არ შეუძლია მოკლას, თუ ქალებს არააქვთ ამის მიზეზი? ასე რომ, მოკეტეთ.
ჰაჰაჰა
21 თებერვალი 2024 15:30
8
უცოდველო ივერიელო! რატომ ატლიკინებ ენას? რა შენი საქმეა, სხვისი ოჯახის საჯაროდ გამოტანა? უბრალოდ მაგარი ჭორიკანა, ბაზრის დედაკაცი ხარ!
,,,,,,,,
21 თებერვალი 2024 15:20
20
ყველა გამოხმაურება
სხვათაშორის, შენზეც ვიცით "რაღაც-რაღაცეები" და არ გგვათქმევინო ჯობია!
თამარ ივერიელს.
21 თებერვალი 2024 14:36
48
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული