"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
თუ მომხიბლავი ქალი თვითონ ირჩევს ოჯახს, ქმარს ნუ გაკიცხავთ, თანაც ეს გოგო უპატრონო არ ყოფილა, ვინ დააჩაგვრინებდა ქმარს
ნანა
21 თებერვალი 2024 14:33
29
წაიკითხეთ მისი დედის ინტერვიუ. ლაპარაკობდა ხათუნას დედა ყველაფერზე. რა გამოიარა მისმა შვილმა.
Hjh
21 თებერვალი 2024 14:40
8
ეს ქალი (თამარ.. ვიღაცა) ცოტა ალაოდ ხომ არაა.. მე ოპერა ძალიან მიყვარს მარა კაცთმოძულე ფემინისტები უფრო მეჯავრება!
ხალხო
21 თებერვალი 2024 14:16
34
ამ შემთხვევაში ფემინიზმი და კაცთმოძულეობა რა შუაშია
ბს
21 თებერვალი 2024 14:50
11
თამარ ივერი კი არა "თამარ ცბიერი" ხარ ამ ინფორმაციის შემდეგ. ენას რომ ატარტარებ იმედი გაქვს, რომ მოპასუხე არ გეყოლება?
პლეხანოველი
21 თებერვალი 2024 14:12
29
ძველ ბიჭებს ბირჟაზე დგომით , ცივ ბორდიურზე ჯდომით , "სემიჩკის" ჭამით ,სმით, წამალით , ციხეში ჯდომით-- ხო აღარ უდგებათ და ცოლების ცემას ამართლებენ , რომ სხვისკენ არ გაიხედოს:))) მუაჰაჰაჰაჰა
Silver xerxes
21 თებერვალი 2024 14:09
7
ის რატომ ხდება ორმეტრიან,სპორტულ,მავნე ჩვევების არ მქონე,ოჯახზე,შვილებზე და ცოლზეგადაგებულ,კაცს რომ შეუხედავ ნარკომანზე ცვლის ტუტუცი ქალი?
გრიშა
23 თებერვალი 2024 08:11
2
მაგის თქმა და დახმარება თუ გინდოდათ სანამ ცოცხალი იყო მაშინ გეთქვათ და გავიგებდით ქალბატონი ხათუნას პასუხსაც. ეხლა მაგაზე ლაპარაკი უკვე სერიოზულ დანაშაულში მხილებას ან სულ ცოტა სასამართლოს განხილვის თემაა.
ს. დიღმელი ნოდარა.
21 თებერვალი 2024 14:02
15
ამ კაცმა იცოდა, რომ მისი ცოლი მსახიობი იყო. ეგ ულტიმატუმები უნდა დაეყენებია ცოლთან, დაქორწინებამდე. ორივემ უნდა იცოდეს, რა გეგმები აქვთ პირადად და ოჯახთან მიმართებაში.ჯერ შენ სამოთხეს პირდები და მეორე დღეს ჯოჯოხეთს უწყობ, ეგრე არ არის. საერთოდაც უნდა იცოდეს, ბინაში მარტო იქნებით თუ არა, სამსახური გაქვს თუ არა, და რას აპირებ მომავალში.
პ.ს. ცოლი რომ მომყავდა, ქორწილზე "გამახარეს". თქვენ ცოლს გავუშვებთ მოსკოვშიო (სსრკ-ს დროა). იქ ხარისხს დაიცავს და გეყოლება მეცნიერი ცოლიო. ვუპასუხე, თუ წასვლა, სწავლა, ხარისხი და მეცნიერება უნდოდა, მაშინ ეგ უნდა ეთქვა ადრე, სანამ ხელს მოვაწერდით. ცოლმა მითხრა მართალი ხარო. (ისე, ცნობისთვის, არ გასულა 1 წელი და სსრკ-ც დაინგრა.)
პ.ს.ს. აი, ასე კაი ფეხზე მოვიყვანე ცოლი. ეხლა, მეორეც მომაყვანინეთ და რუსეთიც დავშალოთ.
ჰაჰა
21 თებერვალი 2024 13:52
4
შენ ოღონდ რუსეთი დაშალე და რესტორანი თავის დამკვრელებით ჩემზე იყოს.
გია პაპა
21 თებერვალი 2024 20:38
1
დღეს კაცი სულ მართალი რომ იყოს ქალი რო ურტყავდეს აფარჩაკებდეს ყველანაირად მაინც კაციაა დამნაშავე ეს ხელისუფლების ბრალია რო ამდენ უფლებებს აძლევენ ქალებს... როგორ დავიჯერო ესეთი ფაქტები არ ხდება მაგრამ ყველა კაცს თავის თავმოყვარეობა აქვს არავინ გამოვა და საჯაროდ არ დაიწყებს ქალი მაზიანებსო...ყველა ცუდიი ქალი რასაც ქვია უნდა გადაშენდესსა ამ ქვეყნიდან მართლა გაივსოოო ბ...ოზზ..თ მთელი საქართველო ქალს ვერ შეიყვან ოჯახშიი გადახნული ყავთ მთელ თბილის და საქართველოს წავიდა ძველი ქართველი ქალების სიწესიერე ვაფშე დღეს ქალების დროა..რესტორანში შეხვალ სულ ქალები არიან ყველგან გრიალებენ გულაობენ ყველაფერს კადრულობენ და საქმე საქმეზე რო დადგება კაცია თურმე მოძალადე და ყველაფერში დამნაშავე აღარ გვყავს წესიერი ქალები ამ ქვეყანაში... ბევრი ფაქტი ვიციი ერთი 5 შვილის დედაა ქმარიც ყავს და გაგდებული ყავს ნახევარ თბილის ქმართან ანგელოზიააა რაუნდა უქნა ეგეთ ქალს პროსტა მითხარით ქალებო..დაშორდე ხო ჯიგრები ხართ....
Karche ra
21 თებერვალი 2024 13:39
29
აი ის ხალხი ვინც 22 დისლაიქი დაუწერა ამ კომენტარს ვთხოვ უფალს თქვენ თავზე გამოგაცდევინოთ ქალებმა რასაც უშვრებიან ქალები ნახევარ საქართბელოს....
სიმართლე
21 თებერვალი 2024 15:20
8
ეს ამბავი ყველამ ვიცოდით, მხოლოდ თამარ ივერს ეყო გამბედაობა საჯაროდ ეთქვა და მადლობა მას ამისათვის.
სხვის ოჯახში რა ხდებას და შენი რა საქმეას ავტორებს, მგონია რომ ეს ტიპიური მოძალადეების ტიპიური თავის მართლების არგუმენტია!
Irakli
21 თებერვალი 2024 13:37
14
ვისი რა საქმეა ცოლს სოფელში წავიყვან საცხოვრებლად თუ ქალაქში ყველამ თავის ბ....ზ მამიდას მიხედოს...დღევანდელი ქალები იმდენად გაბლატავებულები ხართ პატარა კონფლიქტი და ჩივილი კივილი იყო არიყო ყველაფერს აბრალებთ კაცებს და რატომ იმიტომ რო კაცი ყოველთვის დამნაშავეა რაცარუნდა ჩაიდინოს......ესეთი შეხედულებებიი გაქვთ დღევანდელი ქალების 90% ეს არის სიმართლე...
სიმართლე
21 თებერვალი 2024 13:30
41
ადამიანი, რომელიც შრომას არ აფასებს და საქმიანობას ყოფს საფეხურებად, ჩემთვის არის ჩლუნგი. მთაში ხომ არ ჰყავდა გამომწყვდეეული, წამსვლელი გაიქცეოდა. ნუ გადააქცევთ ამ საიტს ჭორ-ბიუროს განყოფილებად. თუ თქვენ სპორტული ანალიზის გაკეთება არ შეგიძლიათ, დაეკითხეთ მწვრთელებს რა გზაზეა ძიუდო, ძალოსნობა, ჭიდაობა და გამოაქვეყნეთ. სიამოვნებით წავიკითხავთ და ნუ დაანაგვიანებთ აქაურობას ქაჯების გამონათქვამებით, უჭკოების ვითომ პროფესიონალების გამონათქვამებით.
გიორგი
21 თებერვალი 2024 13:28
11
ინტრიგანი კაცი ვაარ დამწვარი ვარ მზისაგაან
ბს
21 თებერვალი 2024 14:46
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული