"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
რატომღაც მგონია, რომ თამარ ივერი სიმართლეს ამბობს.
გიორგი.
23 თებერვალი 2024 20:55
6
უკაცრავად ქალბატონო თამარ მაგრამ კვახი ეტყობა არ გიყვართ, თუ არა და რატომ მოიხსენიებთ ასე აგდებულად? სურათების ჩამოხსნაზე როცა ლაპარაკობთ ვის გულისხმობთ დათო გოგიას, თუ ლენინსა და სტალინს? სად ნახეთ დათო გოგიას სურათები? რომელ სპორტულ დარბაზში? ეტყობა თქვენ "ხელოვნური ინტელექტი" გაქვთ გადაყლაპული და იმან თქვა ეს სისულელე?
ვაჟა მასწავლებელი
23 თებერვალი 2024 15:59
8
ივერი ხარ თუ ვიღაც ...რაებს ბოდავ წადი და რა გაიარე ...
აჩია
23 თებერვალი 2024 13:41
8
ქ-ნ.ხათუნას ოჯახის შეურაცხყოფისათვის ეს ქალბატონი უნდა დაისაჯოს. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა აღძრან საქმე.
მედეა აბესაძე
23 თებერვალი 2024 14:24
6
ტყავის ტუჟურკის და მაუზერის სულისკვეთება გამოსჭვივის ამ მუზიკანტის ეგოდან.
ესაა
23 თებერვალი 2024 13:06
4
თამარ, დათოსნაირ მეუღლეს და მეოჯახეს ბევრი ქართველი მანდილოსანი ინატრებს. რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ, რატომ მსჯელიბთ? თუმც, როგორ უნდა გაგვიკვირდეს მსგავსი ზღაპრები იმ მანდილოსნისგან, რომელიც ღვთიურ სასწაულს მიაწერს ცხელ წყალში ჩავარდნილი აიფონის უვნებლად გადარჩენას. ამიტომ, აჯობებს უფრო დაწვრილებით გაეცნოთ ხოლმე იმ საკითხს, რომლის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვას და საკუთარი "ავტორიტეტული" აზრის დაფიქსირებას გადაწყვეტთ.
ვასო
23 თებერვალი 2024 11:21
5
გაუგებარია რატომ არ იღებენ ხმას გოგიას ყოფილი თანაგუბდელი ვეტერანი ფეხბურთელები, დათოზე ასეთი სიმახინჯე შეფასებები? ეს ხომ სისულელეა. ამოიღეთ ხმა ხალხო რას ერიდებით.
ნიკა
23 თებერვალი 2024 10:15
5
ეს დედაკაცი საერთოდ იცნობს დათო გოგიას? ან როგორ ბეჭდავთ ასეთ დაუზუსტებელი სისულელეს გამოქვეყნებას?.დათო იყო და არის დინამოს ვეტერან ფეხბურთელთა შორის ერთერთი გამორჩეული ადამიანი მართალკაცობით, ინტელექტით, კეთილშობილებითა და ოჯახისადმი განსაკუთრებით ხათუნასადმი განსაკუთრებული სიყვარულით, მისგან გადაბრუნებული სიტყვაც კი არავის ახსოვს. თუ დაინტერესდებით მოაწყვეთ ინტერვიუები მის ნაცნობებთან მაინც და დარწმუნდებით ამ უზრდელი ჭორიკანას ბოდვებში. მაგი მოკლებულია...და გაბოროტებულმა არ იცის ვისზე სად და რა თქვას.
კახი
23 თებერვალი 2024 10:09
5
ამ ჰაიკანუშასნაირები ამართლებს გოგიასნაირებს თავისებურად...
მამამზე
23 თებერვალი 2024 08:05
3
ეს ფანოღი ჰაიკანუშა ნამეტნავად ჭორიკნობს რასაკვირველია ...
გიული
23 თებერვალი 2024 08:03
4
რა სიყვარულია ის, რომ შენი ეგოისტური მიზნების გამო 17 წლის უმშვენიერესი ქალაქელი გოგო, რომელსაც საუკეთესო კარიერა ელოდა წინ ყველაფერს მოწყვიტო და სოფელში ძროხების მწველავად გაუშვა. დავიჯერო ახლა თვითონ ამ დროს ყანას თოხნიდა? ეს სიყვარული კი არა სადისტური დასჯაა! თუ მისი მსახიობობა არ უნდოდა. ხომ შეიძლებოდა სადმე სხვაგან ემუშავა და არა სოფლის ბოსელში ! მაგრამ ეს კაცი, როგორც ვიცი, მანაიკალური თვისებებით გამოირჩევა და ისინიც ვინც მას ამართლებთ განურჩევლად სქესისა ფარული სადისტები ხართ ! საინტერესო თქვენს ქალიშვილს, თუ გყავთ, თუ უსრვებდით ასეთ ბედს?!
Tazo
22 თებერვალი 2024 18:06
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული