"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
ეგ ისტორია თბილისში ყველამ იცის! არ უნდოდათ დავიტ გოგია სიძედ და ამან ყველაფერი გააკეთა, როგორც მაშინ ხდებოდა და ამ გოგოს ფრთები დააცალა, დასვა კრუხად სახლში და აღრც განვითარების საშუალება მისცა და არარც სიცოცხლის! პატრონმა კი ვერ უშველა, რა ცოტა გაგიგიათ მსგავსი სიტუაციები, განსაკუთრებით მაშინ?! ხოდა ქალბატონმა თამარმა სრული სიმართლე თქვა, ერთში არ დავეთანხმები, გოგია არაფერი განსაკუთრებული მეკარე და ფეხბურთელი არ იყო, მით უფრო ლეგენდა არა ტოლმა და არც მისი ფოტოები სადმე დიდების დარბაზებში!
ლაშა
21 თებერვალი 2024 17:27
17
100% გეთანხმები.
maxo
21 თებერვალი 2024 17:23
13
ყოჩაღ თამარ. ბევრი ვერ ბედავს სიმართლის თქმას.
გური
21 თებერვალი 2024 17:20
19
რატომ ვერ ბედავენ, გოგია პუტინია?!...
დდდ
21 თებერვალი 2024 20:59
5
აქამდე სად იყავი
imreli
21 თებერვალი 2024 16:55
11
სილამაზე ღვთიური საჩუქარია , უფლის ნაბოძარი ,არა მარტო ქალის, მამაკაცისთვისაც, ძნელია როცა ყველა შემოგნატრის, თავშეკავებიდან ცთუნებიდან ერთი ნაბიჯია,განსაცდელიც იქვეა ჩასაფრებული,"ლამაზი ქალი მაინც სხვისია , რა გინდ ნამუსი ჰქონდეს ანკარა,მისკენ ოცნებით ვარდებს ისვრიან და ჟრუანტელის დგება თაკარა" განსაცდელია ლამაზის ქმრობა და ცოლობაც მხოლოდ სულიერად მაღალ და მტკიცე ზნეობის ადამიანებს შეუძლიათ ღირსეულად ატარონ ის ჯილდო რაც უფალმა მათ მოჰმადლა.
ბაბაია
21 თებერვალი 2024 16:51
12
ასე საუბრობთ რომელ ქვეყანაში? სადაც დოდო ჭიჭინაძე, მედეა ჯაფარიძე, ლია ელიავა და ა.შ. მსახიობები გვყავდა და რომელი გამხდარა სხვისი? ქალს თუ არ უნდა აბსოლუტურად ვერავინ ვერაფერს აიძულებს. მომღერლებიც შეგვიძლია დავასახელოთ და რამდენი ცნობილი ქალბატონი რომლებმაც საკუთარი ნიჭიერების რეალიზება მაქსიმალურად შეძლეს. ტალიბები ხომ არ ხართ? დავხუროთ მაშინ "საპარიკმახეროებიდან" დაწყებული უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული ქალებისთვის ყველაფერი.
Mari*
21 თებერვალი 2024 17:24
14
ასეთი ქაჯების შეფასებაში საზოგადოება ორ ბანაკად არის გაყოფილი.
უტვინო მამაკაცი მაგის ფოტოს უყურებს და ფიქრობს: "ვა, რა ლამაზია!"
ჭკვიანი ადამიანის რეაქცია ასეთია:"ეს ქაჯი არის გენეტიკური ხარახურა!"
ქ. გ.
21 თებერვალი 2024 16:30
23
ეს უკიდეგანობა არაფერში არ ვარგა მაშინ როცა წარმოდგენაც არ გაქვს სინამდვილეში რა ხდებოდა
ნანა
21 თებერვალი 2024 16:17
21
ამ ივერსაც ვერაფერი გავუგე ხან ლიბერალებს და ფემინისტკებს ლანძღავს და ამის გამო ჰომოფობს ეძახიან და კონცერტებს უუქმებენ ევროპაში და ხან კი თვითონ ხდება გიჟი ფემინისტკა და რაღაცა ზღაპრებს იგონებს "ქართველი კაცების ველურობაზე და დესპოტიზმზე"
zura222
21 თებერვალი 2024 16:16
30
ასეა როცა"ივერებს" ჰაიკანუშაბს,არუთიაებს,მიშიკებს მიუშვებ ნებაზე....
არტაშეს
23 თებერვალი 2024 08:18
3
და სად ამოიკითხე რომ ივერი აქ ქართველი კაცების ველურობაზე ლაპარაკობს? დავით გოგია არის ერთი კონკრეტული მამრი და არა მთელი ქართველი კაცები. ან ფემინიზმი რა შუაშია? ადამიანი რომელიც მეორე ადამიანს დააჩმორებს, ცხოვრებას დაუნგრევს და გასაქანს არ მისცემს საგინებელია აბა რა არის?
არ
22 თებერვალი 2024 03:32
2
ეს ყველაფერი რომ სიცოცხლეშივე თქმულიყო, კიდევ ექნებოდა რაღაც აზრი და იქნებ, შედეგიც, მაგრამ ახლა მხოლოდ გარდაცვლილს შეურაცხყოფთ და რატომღაც გიხარიათ კიდეც...
ვოოტ
21 თებერვალი 2024 16:14
15
მოკეტეთ ყველამ ის ანგელოზი მარტო ქმრის საკუთრება არ იყო ის ჩვენც გვეკუთვნოდა და იცოდა იმ ნაგავმა თავიდანვე. რა გამართლება აქვს?!
ქართველი
21 თებერვალი 2024 16:13
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული