"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
ეგ ისტორია თბილისში ყველამ იცის! არ უნდოდათ დავიტ გოგია სიძედ და ამან ყველაფერი გააკეთა, როგორც მაშინ ხდებოდა და ამ გოგოს ფრთები დააცალა, დასვა კრუხად სახლში და აღრც განვითარების საშუალება მისცა და არარც სიცოცხლის! პატრონმა კი ვერ უშველა, რა ცოტა გაგიგიათ მსგავსი სიტუაციები, განსაკუთრებით მაშინ?! ხოდა ქალბატონმა თამარმა სრული სიმართლე თქვა, ერთში არ დავეთანხმები, გოგია არაფერი განსაკუთრებული მეკარე და ფეხბურთელი არ იყო, მით უფრო ლეგენდა არა ტოლმა და არც მისი ფოტოები სადმე დიდების დარბაზებში!
ლაშა
21 თებერვალი 2024 17:27
17
ეს ამბავი ყველამ ვიცოდით, მხოლოდ თამარ ივერს ეყო გამბედაობა საჯაროდ ეთქვა და მადლობა მას ამისათვის.
სხვის ოჯახში რა ხდებას და შენი რა საქმეას ავტორებს, მგონია რომ ეს ტიპიური მოძალადეების ტიპიური თავის მართლების არგუმენტია!
Irakli
21 თებერვალი 2024 13:37
14
ახალგაზრდებს არ იცით ეს ამბავი სიმართლეს ამბობს ეს ქალბატონი,მაგრამ სად იყო მშობელი თუ გაათხოვეს და ხელები დაიბანეს ამაში მშობლის ბრალიც არის
გრიშა პაპა
21 თებერვალი 2024 12:58
11
მართლა მორჩით რა! ყველამ იცოდა რომ ხათუნა ქმრის მხრიდან სრულ იზოლაციაში იყო მოქცეული. მოარულ ხმებს რომ თავი დავანებოთ,წლების წინ ხათუნას დედის ინტერვიუ იყო, სადაც თქვა ხათუნას ქმრის მხრიდან დაჩაგვრის შესახებ. ისიც აღიარა, რომ თვითონ ეწინააღმდეგებოდა ხათუნას, რომ ქმარს გაყროდა. იძახეთ არავის საქმე არ არის ოჯახური საქმეებიო და გააჯეჯილეთ ათასი ჯურის ავადმყოფები...
მორჩით რა
21 თებერვალი 2024 13:05
19
და რა , შენი აზრით, ცოლებმა ცემა უნდა ითმინონ და ტუ ხმა ამოიღეს ეს ბოზობაა? ბოზობა რა არის იცი, აი ნაძირალა არაკაცი რომ ხარ და ცოლს ურტყამ, რადგან გგონია რომ შეგრაჩება ხახავივით, რადგან ღმერთმა ფიზიკურად შენს ცოლზე ძლიერი გაგაჩინა და იქით ვერ გცემს! თუ რამე არ მოგწონს და ვერ ეგუები, და უვარგისია ის შენი ცოლი, გაეყარე, გააგდე და იცხოვრე შენი ცხოვრებით, მაგრამ არა, მაშინ ნერვები ვის დააფხანო არა? დაბოზება არ მოსულა შენი აზრით, აბა რა ქნას ცოლმა "ვაჭკაცურად" საწამლავი ჩაუყაროს მოძალადეს თუ მძინარეს დანა ჩაარტყას?
თაზოს
21 თებერვალი 2024 13:38
5
ციხეები გატენილია ცოლების მიერ დაჭერილი ქმრებით ცემას არ ვამართლებ მაგრამ ბ..ბაც არ არის მიღებული :))) მემგონი რამე თუ არ შეიცვალა
თაზო
21 თებერვალი 2024 13:17
31
შეიძლება სიმართლესთან ახლოს იყო ეს ყველაფერი,მაგრამ ვფიქრობ, არაა ლამაზი სხვისი ოჯახური ცხოვრების განხილვა, თან უცხო ადამიანისგან! თავად ხათუნას სიტყვა არ დასცდენია, არასოდეს არ დაუჩივლია არავისთან და ჩვენ ვინ გვკითხავს?!ქალი არ გაციებულა საფლავში და არ შეიძლება მის ოჯახზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა! ბოლოსდაბოლოს, შვილები, შვილიშვილები ჰყავთ...ნამდვილად არ ესიამოვნებათ მათ ამ თემას რომ ეხება სხვა! თან არ მგონია,ხათუნა ისეთი სუსტი იყო, რომ ეს არ გაემხილა!ალბათ ძალიან უყვარდა ქმარი და რაღაც-რაღაცეები დათმო ოჯახის გამო ამ ცხოვრებაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, აქ ასე საჯაროდ განვიხილოთ მათ დაუსწრებლად ოჯახური სიტუაციები
ლაკა
21 თებერვალი 2024 21:32
23
როგორც სტაჟიან გულშემატკივარს, ძალიან კარგად მახსოვს ეს შეუღლება. ხათუნა ულამაზესი გოგო იყო, დავით გოგია თბილისის დინამოს ნომერ პირველი გოლკიპერი, თუმცა მე ვინც მახსოვს, ყველა მასზე მაგარი და წარმატეული იყო - მანამდე სერგო კოტრიკაძე, რამაზ ურუშაძე, მის მერე საცოდავი თეიმურაზ სტეფანია, ოთარ გაბელია.
მთავარი მაინც ის იყო, რომ ამ პერიოდში დინამოს მგონი უფროსი მწვრთნელი (ყოველ შემთხვევაში ეეთ-ერთი მწვრთნელი) იყო ხათუნას მამა - ალიოშა კოტრიკაძე, თავის დროზე მაგარი ფეხბურთელი და სწორედ მისი დიდი როლი იყო ამ წყვილის შეუღლებაში - გოგია მოწომდა სასიძოდ. მალევე გავრცელდა ხმა ქალაქში, რომ გოგია საშინლად ეჭვიანი გამოდგა და გამოკეტა ცოლი სახლში, ფილმებში მონაწილეობაზე ხომ საუბარი აღარ იყო, მაგრამ ასე წავიდა ამ ოჯახის ცხოვრება, ასე იცხოვრა ხათუნამ და ეხლა ამაზე ბაქი-ბუქი სრულიად ზედმეტი და არაფრისმომცემია.
არჩი
21 თებერვალი 2024 13:21
6
ამ კაცმა იცოდა, რომ მისი ცოლი მსახიობი იყო. ეგ ულტიმატუმები უნდა დაეყენებია ცოლთან, დაქორწინებამდე. ორივემ უნდა იცოდეს, რა გეგმები აქვთ პირადად და ოჯახთან მიმართებაში.ჯერ შენ სამოთხეს პირდები და მეორე დღეს ჯოჯოხეთს უწყობ, ეგრე არ არის. საერთოდაც უნდა იცოდეს, ბინაში მარტო იქნებით თუ არა, სამსახური გაქვს თუ არა, და რას აპირებ მომავალში.
პ.ს. ცოლი რომ მომყავდა, ქორწილზე "გამახარეს". თქვენ ცოლს გავუშვებთ მოსკოვშიო (სსრკ-ს დროა). იქ ხარისხს დაიცავს და გეყოლება მეცნიერი ცოლიო. ვუპასუხე, თუ წასვლა, სწავლა, ხარისხი და მეცნიერება უნდოდა, მაშინ ეგ უნდა ეთქვა ადრე, სანამ ხელს მოვაწერდით. ცოლმა მითხრა მართალი ხარო. (ისე, ცნობისთვის, არ გასულა 1 წელი და სსრკ-ც დაინგრა.)
პ.ს.ს. აი, ასე კაი ფეხზე მოვიყვანე ცოლი. ეხლა, მეორეც მომაყვანინეთ და რუსეთიც დავშალოთ.
ჰაჰა
21 თებერვალი 2024 13:52
4
შენ ოღონდ რუსეთი დაშალე და რესტორანი თავის დამკვრელებით ჩემზე იყოს.
გია პაპა
21 თებერვალი 2024 20:38
1
გოგია-კოტრიკაძისა არაფერი ვიცი, მაგრამ ეს ქალი ძროხების მწველავებს რო ლანძღავს მთელი ცხოვრება, ფაქტია. რაღაც შოუში მონაწილეობდა - ძროხის მოწველა მოუწია და ფუუუ, ერთი კვირა სუნი ვერ მოვიშორეო, იძახა. ასე რომ, ინხ.
ვვვ
21 თებერვალი 2024 12:40
20
კიდევ ერთი ფემინისტის ღაღადი.
ლიბერასტებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!
სტალინი
21 თებერვალი 2024 22:08
50
ჯერ ეგ ერთი, მე ჩემი ოჯახის კაცი ვარ, და არა ბოზებში მოგულავე ვიღაც ახვარი, და ვერც ცოლი და ვერც ვერავინ მეტყვის "შენსავითო" ვერასდროს. ეგ ერთი და მეორეც, დიახაც ჩემს ცოლს ჩემს თანასწორად ვთვლი, სხვანაირად არც მოვიყვანდი. ცოლი მეგობარია და თანამებრძოლია ამ ცხოვრებაში და სიყვერულის ობიექტი, და ჩემს დონეზე უნადა იყოს. არის კიდევაც. ზოგიერთებივით ცოლის სახით მოსამსახურე ან მზარეული რომ მჭირდებოდეს, მოსამსახურეს და მზარეულს ვიქირავებდი, ფული არ მიჭირს. და კიდევ, ერთი წუთი რომ დამეშვა, რომ მას კონტროლი ჭირდება, მეორე დღესვე გავუშვებდი სახლიდან. ბიჭიც მყავს და გოგოც. და ჩემს გოგოს რომ ქმარმა ეგეთები გაუბედოს... სხვის ოჯახში ჩარევა არა ტოროლა, გამოიჭერენ წესიერ, წყნარ, მორჩილ და სუსტ გოგოებს და აჩმორებენ...
სტალინს
22 თებერვალი 2024 14:43
1
ან ფემინიზმი რა შუაშია აქ და ან ლიბერასტები? ადამიანმა მეორე ადამიანს ცხოვრება რომ არ უნდა დაუნგრიოს და ჟანგბადი არ უნდა გადაუმეტოს ამას რა დიდი ფილოსოფია უნდა?
კაი ერთი
22 თებერვალი 2024 03:21
14
ყველა გამოხმაურება
აქ ვინც ძალიან გადაირია ივერის ნათქვამზე შეიგნეთ რომ:
1. ივერი არ ჭორაობს და არაფერს იგონებს, რადგან იყო რამდენიმე წლის წინ ინტერვიუ ხათუნას დედასტან, სადაც დედამისი ყვება ტუ რა სიტუაცია იყო ოჯახში. მძიმე წასაკითხია, მოიძიეთ და ნახავთ. თან ხათუნას დედის ინტერვიუმდეც ცნობილი იყო ეს ამბავი, მაგრამ ინტერვიუს შემდეგ კითხვის ნიშნები საერთოდ მოიხსნა.
2. ვისაც აქ გონია, რომ ეს სხვის ოჯახში ჩარევის სურვილია, ძალიან ცდება, რადგან ეს სხვა ახალგაზრდა გოგონებს დაიცავს, ნაწილს მაინც, გოგიასნაირებისაგან. და არც გოგიას უნდა შერჩეს ადამიანის ცხოვრების დანგრევა. რომ სხვა გოგიებისნაირებმაც უნდა იცოდნენ რომ ვერაფერს მიჩქმალავენ...


უნდა თქმულიყო და ითქვა
21 თებერვალი 2024 16:10
11
რო წერ არაფერს ჭორაობს რადგან რამდენიმე წლის წინ ინტერვიუ იყო სადაც დედამისი ყვებოდა ყველაფერსო და აქამდე სად იყო?? აი ზუსტად ეგაა ჭორაობა, თუ რაიმე იცოდა რითიც დახმარება შეეძლო ხათუნასი რატომ მის სიცოცხლეშივე არ ამოიღო ხმა??ეხლა რამე აზრი ააქ გარდაცვლილისთვიის?? არ დაიწყოთ ეხლა სხვებმა რო გაითვალისწინონო,,გასათვალისწინებელი იმდენია,თან კიდე თუ ადამიანი სოფელში ქმართან ერთად თავისი ოჯახური ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს იქნება ეს ფერმა თუ მებაღეობა ესეიგი აპრიორი მოძალადე ქმრის ტყვეობაშია რა ლოგიკაა??ქალებს გეკითხებით ცხოვრებიდან გამომდინარე რო მოგიწიოთ სოფელში გადაცხოვრება და შინაური ცხოველების და ფრინველების მოშენება რას იზავთ??ოჯახს დაანგრევთ??ანუ თუ თბილისში ცხოვრება გაუჭირდა ოჯახს,
მეტი საშუალება არ არის გარდა სოფელში წასვლის და იქ ცხოვრების ყველა ვარიანტში ოჯახი ინგრევაა??აქ ყოფნა ვითომ კურიერობა და სინამდვილეში ბარიგობა და ბოზობა ჯობია სოფელში წასვლაას და მეურნეობის ან მეცხოველეობის გაკეთებაას??ჩაგაფურთხეთ აზროვნებაში
gel-100
21 თებერვალი 2024 21:46
11
ჩასაფურთხებელი აზროვნება შენ გაქვს, პათოლოგების გამპრავებელო!. სოფელში გადასვლაზეა აქ ლაპარაკი? პათოლოგ ეჭვიანზეა ლაპარაკი, რომელიც ცოლს სახლიდან გასვლის უფლებასაც არ აძლევდა. მთელმა თბილისმა იცოდა ეგ ამბავი მერე დედამაც დაადასტურა ინტერვიუში. შენ რა ვენებს იჭრი არ იყო ეგრეო, თუ ნორმალურად მიგაჩნია ეგეთი სიტუაცია ოჯახში? ალბათ ეგრე მიგაჩნია რომ მერე რა, ცოლი ქმრის საკუთრებაა აი რაღაც შინაური ცხოველივით და როგორც უნდა ისე მოექცევა ხომ? შენი აზროვნება...
Gel 100 ს
22 თებერვალი 2024 21:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული