"იცით, ამ ბიჭმა ჩემთვის რა გააკეთა?" - დაღესტნელი მებრძოლის ისტორია და დვალიშვილის სამაგალითო საქციელი

AutoSharing Option
ამერიკაში მცხოვრები მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის შესახებ დაღესტნელმა მაგდი ამაჩოვმა ისაუბრა. ახალგაზრდა სპორტსმენის თქმით, მერაბმა ის გაცნობისთანავე საკუთარ სახლში შეიფარა და მასზე დღემდე ზრუნავს.

"ერთხელ მერაბმა ვარჯიშის შემდეგ მკითხა - "აქ სად ცხოვრობ?" ვუთხარი, რომ ახალი ჩამოსული ვიყავი. ვაჩვენე ჩემი მანქანა, იქ, პარკინგზე ვცხოვრობ, მანქანაში-მეთქი. ვეგასში ახალი ჩამოსული ვიყავი, სად ვიცხოვრებდი...

გაიცინა და მითხრა, ასე არ გინდა, ჩემთან წამოდიო. მას შემდეგ კი თავისთან შემიკედლა. ამ ადამიანთან მხოლოდ ერთადერთხელ ვივარჯიშე.

შესაძლოა, ჩემში პოტენციალი დაინახა. მითხრა, იქ არ იცხოვრო, ჩემთან წამოდიო. მივედით მის
სახლში, დიდი სახლი აქვს. გამომიყო ოთახი და დღემდე იქ ვცხოვრობ. მითხრა, რომ არაფერი გადამეხადა და უსასყიდლოდ მეცხოვრა", - გაიხსენა ამაჩოვმა.

წყარო: ოქტაგონი

altმერაბ დვალიშვილისა და მისი გულშემატკივრის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის - ქალმა სპორტსმენს განსხვავებული ავტოგრაფი სთხოვა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელია ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის გამარჯვებებს გამოეხმაურა [PHOTO]

altქართული სული - ნახეთ, როგორ ამხნევებენ ერთმანეთს დვალიშვილი და თოფურია წონის კლების დროს - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ის კი არ თქვა, პატივი მცა უსახლკაროსო. ჩემში პოტენციალი დაინახაო. მაინც თავი დაიფასა. იქნებ შეეცოდე შე მართლა საცოდავო მაგ ფიქრებით
მორიელი
20:20 21-02-2024
8
თქვენც ,ჩრდილოკავკასიელებმა, ქართველების მიმართ ასეთივე "პატივისცემა" ხომ გამოხატეთ აფხაზეთში 1992-1993 წწ.-ში , ცხინვალის რეგიონში 2008 წელს ?! ინგუშების გარდა ყოველთვის ქართველების წინააღმდეგ იბრძოდით !!! საინტერესოა, ამერიკაშიც სპორტულები გაცვიათ წარწერით "რასსია" ?
ჯიჯი
20:10 21-02-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული