"აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა, ახლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ" - მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს:

"როგორც იცით, ჩემ მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა, ახლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს,
ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს.

მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არცერთ ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის, რითაც შემეძლო, გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი, რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას. გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე...!" - წერს მერაბ დვალიშვილი.

alt"გუშინ ვისპარინგეთ მე და ილიამ, ეს ვიდეო თუ დამიდეს..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი? [VIDEO]

alt"იცით, ამ ბიჭმა ჩემთვის რა გააკეთა?" - დაღესტნელი მებრძოლის ისტორია და დვალიშვილის სამაგალითო საქციელი

altმერაბ დვალიშვილისა და მისი გულშემატკივრის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის - ქალმა სპორტსმენს განსხვავებული ავტოგრაფი სთხოვა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელია ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის გამარჯვებებს გამოეხმაურა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 33 /
დოროყაშვილს სქესი არ აქვს კაცებიც ბევრნი არიან მისნაირი,მაგ ჩაქუჩა
ნიკა
27 თებერვალი 2024 13:40
4
არა უშავს მერაბ, ეს იმ კატეგორიიდანაა ვიღაც კრემლის მონები ტიკტოკზე, რომ ვიდეოებს დებენ უკრაინის დროშა გულზე აქ და საქართველოსი ფეხზეო (საქართველოს რომ გულით ატარებ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ვიცით), მიზანმიმართულად მოქმედებენ. იგივე მოხდა ჩრდილო მაკედონიასთან. მაგი ჩაქუჩა კიდე წარსულის გადმონაშთი კრიმინალია, თავის ხალხს უცხო ქვეყანაში რომ ფულს ძალავს მასეთს კაცი არ ქვია, რამის თავი თუ ქონდა აბა ამერიკელებთან მისულიყო :), აბა კითხეთ ვადაზე ადრე რატომ გამოუშვეს ციხიდან? ან დეპორტი რატომ არ მისცეს? ამიტომ ეს მოტივაციისთვის გამოგადგება და სულ წინ იარე
ნიკა
27 თებერვალი 2024 09:28
3
ჩაქუჩას ქმედებაში ჩანს მისი გაბრეცილი აზროვნება. ასეთი არასწორი ცხოვრების გზაზე დამდგარს პრობლემებს რა გამოულევს.
გილოცავ მერაბ, წარმატებებს გისურვებ.
fuuu
27 თებერვალი 2024 09:17
1
შურიანი ყოფილა ეს ჩაქუჩა და ვაბშე რა ხმას იღებს? სპორცმენი კაცი რომ ვიღაც რაჟდენას დაუდგები ავჩარკად და რეკეტირობას დაიწყება და ვიღაც საცოდავების გალახვას საერთოდ რაზეა ლაპარაკი
დუდუ
27 თებერვალი 2024 09:04
2
მერაბ დვალიშვილს მხარს უჭერს საქართველო!
Რაგბის ფანი
27 თებერვალი 2024 08:20
3
ქართველი კაცი რომ იტყვის ,მე მცხვენია რომ სტალინი ქართველი იყო,ის ჩემ თვალში არის ნული. . .დანარჩენი აღარ მაინტერესებს. . .მერაბ დვალიშვიშვილი ამის შემდეგ ნულია ჩემ თვალში. .
ნაპოლეონი
27 თებერვალი 2024 07:47
76
დავით ჩაგეთვალა, მაგარი იყო ნაპოლეონი )))))
საქართველო
27 თებერვალი 2024 13:58
2
"ქართველ კაცს" ,ნაპოლეონი რა პონტში გაწერია მეტსახელი? ეს ორმაგი სტანდარტები კომფორტულიაა ხომ? )
დავითი
27 თებერვალი 2024 13:04
3
წარმატებები მერაბს და ილიას. მერაბ შენ საქმეს მიაწექი რა დროს ეგეთებზე ფიქრია? ჩემპიონი უნდა გახდე
ზურა
27 თებერვალი 2024 04:40
2
არვიცი რახდება რეალურად, მაგრამ ჩაქუჩა როგორც მინიმუმ არასწორად მოიქცა როცა ის ვიდეო ჩაწერა. თუ რაიმე არასწორი მოხდა მერაბის მხრიდან ცოტა სხვანაირად უნდა აეხსნა. ვანელებზე ყოფილა ნაწყენი მერაბს გვერდით უდგახართო და ვითომ მე არავის ვახსოვარო, ვის უნდა ახსოვდეს ვისთვის რა გაუკეთებია ან სად უხსენებია ვანი და ვანელები, მაგრამ არავის არ დავიწყებია მიუხედავად ამისა და ყოველთვის ყველა ძალიან წუხდა რა პრობლემებიც ქონდა მაგის გამო. მერაბმა რაც შეცდომა დაუშვა ვანელობა და ქუთაისლობა ხუმრობით როცა მოიხსენია, მაგის გამოც არავინ გაბრაზებულა, გულზე მოხვდა ხალხს, მაგრამ აპატიეს. მერაბმაც მიხვდა რომ ცუდად გამოუვიდა და ცდილობდა გამოსწორებას. ახლა ჩაქუჩამაც კეთილი ინებოს და როგორი საჯარო ვიდეოთიც დაიწყო საუბარი ამ ბინძურ თემებზე, ასევე საჯაროდ ახსნას მისი საქციელი, ბოდიში მოიხადოს და ჩაეხუტოს ამ კაცს და დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან. შეცდომები ყველას მოსდის მაგრამ მერაბის ჩამშვებლობას ვერ დავიჯერებ. თუ დაიბარეს დაკითხვაზე მივიდოდა და გასცემდა პასუხს, მერე რა? ფიგურირებდა დვალიშვილის სახელი და გვარიო, რა გასაკვირია?
სიმენონი
27 თებერვალი 2024 03:09
4
8-10 წლის უკან ქართველები ბრუკლინში ფაქტიურად ყველა ერთმანეთს ვიცნობდით და ყველამ იცოდა ვინ რა პიროვნება იყო, ეხლა ამ პერიოდში აირია სიტუაცია რაც ეს მექსიკა გახსნეს ვერ გაიგებ ვინ ვინ არის, ხო და რისი თქმა მინდა ყველამ მშვენივრად იცის რომ რაჟდენა და ჩაქუჩა ერთად მოქმედებმდნენ, სადაც რაჟდენას ავტორიტეტი ვერ ჭრიდა იქ ჩაქუჩა ერეოდა საქმეში და ბევრი ქართველიც უცემია, ზოგ ზოგიერთმა ადგა და დაწერა განცხადება, ერთ-ერთ ქართულ რესტორანს წილს სთხოვდა რაჟდენა, სერიოზული გარჩევები იყო, ვიღაც დაიჭრა კიდეც, წილს სთხოვდნენ იმ ბიჭებს ვინც "პს რიჩარდში" მუშაობდა, ვინც არ გადაიხადა სცემეს კიდეც, კიდევ რამდენი რამე, ეხლა რომ გამოდის ჩაქუჩა და იძახის აბა სად არის ის ხალხი ვისაც ნეკნები ჩავუმტვრიეო, მაჩვენეთო. ჩაქუჩას ჰქონდა 10 წელი მისჯილი, ისევე როგორც კიდევ რამდენიმეს, ჩაქუჩას უშვებენ ადრე და თან დეპორტიც არ მისცეს, როცა დანარჩენებს სასჯელის შემდეგ დეპორტი მისცეს და ციხიდან პირდაპირ ტრაპთან მიაცილა პოლუციამ, დასკვნები თვითონ გამოიტანეთ ვინ ითანამშრომლა პოლიციასთან
ბრუკლინელი
27 თებერვალი 2024 01:02
0
ასეთივე შავი პიარი აგორებულია ქართულად ილია თოფურიაზეც. ე, ბიჭო რამდენი უნდა ვწერო აქ, რამდენი ქართველის გასახარებელი მნიშველოვანი ფაქტიც მოხდება იმდენი მიზანმიმართული მცდელობა იქნება მიუკიბავად რო ვთქვა, იქბნება რო ჩაგვიჯვან ხასიათში. სხვა დანიშნულება კი არა აქვს ამას. ხვიჩაც ამის მარტო ერთი ნაწილია. სხვა იქნება წარმატებული ქართველი, ეგრევე აგორდება იმაზეც. ძაან აშფოთებთ ქართველის მეჟდუნაროდნი წარმატება. უკაცრავად, მაგრამ ეს ქართველები ცოტა არ იყოს და წავიდებილებთ, რა, და ეგ ერთადერთი არა, მაგრამ მთავარი იმედია ჩვენი 'მოყვარეების' ხელში. 'გლახუნამ' მოიწერა რო ქართულის მცოდნე პირები არიან ჩართული ამ საქმეში ვლადიკავკაზში, რაც ჭკუასთან ახლოსაა. ცნობილია 'ბოტების ქარხანა', აწ დაბრედილი პრიგოჟინის პირმშო. არ არის გამორიცხული სხვა ძალებიც იყონ ჩაბმული, მაგრამ ანტიქართული კამპანიის ნაწილი რომაა უკვე იდიოტისთვისაც ფაქტია. ამაზე მე კი არა აქაური სპეც სამსახურები უნდა მუშაობდმნენ. არ არის ეს მარტო ჩვენი ავადმყოფობის, 'მკლავი მომჭრეს, კარგი რატომ აგიგია'-ს მიზეზით.
გიორგი
27 თებერვალი 2024 00:38
4
100%-იანი, აშკარად რუსული პროპაგანდაა,ყველა სულგაყიდული ქართველის მონაწილეობით. ძალიან ეჩხირებათ რუსებს დვალიშვილი თავისი მკვეთრი და ხმამაღალი ქართული პოზიციით. კიდევ ბევრი რუსეთუმე გაიშიფრავს თავს.
ლუკა
27 თებერვალი 2024 10:01
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული