როგორც ირკვევა, 1986 წელს სეულის ოლიმპიადის დროს ლიზმა მეუღლეს რამდენჯერმე ძლიერი დარტყმა მიაყენა თავისა და სხეულის სხვა ნაწილებში, მაგრამ ეს არ იკმარა და ტანსაცმელიც კი შემოახია, რომელიც შემდეგ ფანჯრიდან გადააგდო. მოწმეების მტკიცებით ლიზი ქმარს მუდმივად ემუქრებოდა.
შოტლანდიურ დანდში დაბადებულმა სპორტსმენმა, რომელიც 1991 წელს ინგლისის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს, ყველა ბრალდება უარყო.
გასული წლიდან ლიზი და მისი მეუღლე ერთად
"არ მინდა ამ თემაზე საუბარი და მითუმეტეს ჩვენ საქმეში მესამე პირი არ უნდა ჩაერიოს, რადგან ეს პირადულია. ჩვენ 5 შვილი გვყავს და ეხლაც მათი მშობლები ვართ", - განაცხადა ლიზ მაკკოლგანმა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მორბენალი ქალი გირაოთი გამოუშვეს. მომდევნო სასამართლო პროცესი 1 ნოემბერს ჩატარდება.