საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
გუშინ, 3 აპრილს, პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში სტარტი იუნიორებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატმა აიღო.

დღეს გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ეროვნულმა ნაკრებმა როგორც კვალიფიკაციაში, ასევე ძირითად ბადეში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და უახლოეს მდევრებს, იტალიელებსა და გერმანელებს, დიდი უპირატესობით სძლია.

საქართველოს სახელით სამი ტანმოვარჯიშე: ნინო ქორიძე, მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი, წარდგა.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტურნირისთვის ქართველი ტანმოვარჯიშეები ზაქარია სულაშვილმა და რუსუდან ხოფერიამ მოამზადეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გილოცავთ ჩემპიონობას. ძალიან მაგარია ევროპის ჩემპიონობა. წარმატებას გისურვებთ.
G.LA
05 აპრილი 2024 01:38
0
ყოჩაღ!გენაცვალეთ!
ირაკლი
04 აპრილი 2024 23:26
0
სიხარულის ზღვა მოდის თქვენგან ქართული გენი თავის სიტყვას ამბობს უბედნიერესი კვირები გვიახლოვდება ოლიმპიადამ უნდა დააგვირგვინოს გილოცავთ ასე გააგრძელეთ.
კახა
05 აპრილი 2024 03:35
0
გილოცავთ!
555
05 აპრილი 2024 12:13
0
გილოცავთ.
გია
05 აპრილი 2024 18:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული