დღეს გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ეროვნულმა ნაკრებმა როგორც კვალიფიკაციაში, ასევე ძირითად ბადეში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და უახლოეს მდევრებს, იტალიელებსა და გერმანელებს, დიდი უპირატესობით სძლია.
საქართველოს სახელით სამი ტანმოვარჯიშე: ნინო ქორიძე, მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი, წარდგა.
შეგახსენებთ, აღნიშნული ტურნირისთვის ქართველი ტანმოვარჯიშეები ზაქარია სულაშვილმა და რუსუდან ხოფერიამ მოამზადეს.