"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
ხალხმა მოგცათ თქვენ ლეგიტიმურობა,იმ ხალხმა რომელსაც ახლა ლანძრავთ,რეზინის ტყვიებს ესვრით და გაზით აღრჩობთ.ისევ ეს ხალხი წაგართმევთ,მოვა ეგ დროც.20 ლარად რომ სამშობლოს გაყიდი რა თავმოყვარეობაზე უნდა მელაპარაკოდ.რაც შეეხება სპორცმენებს,მთავარია ადამიანი იყო,მერე ხარ სპორცმენი,პარლამენტარი,პროფესორი,მეცენატი,მილიარდერი და ასე შემდეგ.
ჯვარს ეცვი თუ გინდა საშველი, არ არის არ არის არ არის
03 მაისი 2024 14:58
5
ბატონი შოთა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული ანდაზა - ჭკუა ხანში კი არა თავშიაო ჭეშმარიტებას ღაღადებს.
ძიგარი კანო
03 მაისი 2024 10:50
11
ბუდუ ჯიგარო მაგარ პატივს გცემ მეც და ძალიან ბევრი ქართველიც და გააკეთე შენი საქმე რაც გევალება და ზედმეტი განცხადებებისგან თავი შეიკავე მითუმეტეს იმისგან რაც არიცი და არ გესმის. წარმატებები
საქართველო
03 მაისი 2024 10:33
47
აი შენ ხომ გესმის რა
მართლაა???
03 მაისი 2024 11:06
13
მიუხედავად ჩემი ანტიპათიისა ხაბარელის მიმართ და დადებითი განწყობისა ბუდუს მიმართ, შოთა 100% სიმართლეს ამბობს ამ შემთხვევაში, ერთია ემოცია, მეორე კი პრაგმატიზმი, მესამე წაკითხული ტექსტის შინაარსის სწორი აღქმა და მეოთხე კიდევ ის,რომ თუ დასამალად არ გაქვს საქმე დაადეკლარირე ეგ დედა ნატირები შემოსავალი და მორჩება მაგით ყველაფერი,უმარტივეს თემას მთავრობაც და ოპოზიციაც აპოკალიფსად ხატავს
მიუხედავად
04 მაისი 2024 03:31
31
იმერელს : არაა საჭირო პოზიციის დასაცავად ტყუილის თქმა ან იმის რაც არ იცი!!! გამჭირვსლობის დეკლარაცია არ ეხება ფიზიკურ პირებს! ასევე საგადასახადო დეკლარაცია საერთოდ სხვა რამეა. რომ გვქონდეს დღეს გამჭირვალობის კანონი - საზოგადოებას ეცოდინებოდა თუ ვისი დაფინანსებით უცხოეთიდან და ვისი მხარდაჭერით შიგნით საქართველოდან დაორგანიზდა ეს არეულობა!!!
ალექსი
04 მაისი 2024 11:47
5
ბოდიში სენტან მარა ბუდუ ტუ ვერ გებულობს წანსკიტხს ვერ შე გაგიგია. დეკლარაციის სევსება სავალდებუკოა და ყვრლა ავსებს. ამისტვის გვაქვს უკვე კანონი მაგატო გასაჯაროება მარტო ქოც დეპუტატებს და მოსამართლეებს არ უნდათ.
იმერელი
04 მაისი 2024 07:04
8
ხოდა, ნამდვილ "ამოგლეჯას" მალე გაიგებენ შოთიკო და ძმანი მისნი.))))
კარატისტი
03 მაისი 2024 17:40
8
ძიუდოისტები ან დამრბევი ზონდერები ხდებიან და ან მთავრობის ხაზით მოდიან პოლიტიკაში. ყველა მთავრობის დროს ასე იყო,ყველა მთავრობას ჭირდება კუნთმაგარი დამრტყმელი.
არც ქოცი არც ნაცი
03 მაისი 2024 11:52
7
ქართველმა ფეხბურთელებმა ქართველები გააერთიანეს,კალაძემ და ქართულმა ოცნებამ გახლიჩეს და დააპირისპირეს,სწორედ ეს უნდა რუსეთს!!!ამიტომ აკეთებენ რუსულ საქმეს!!
ლადო
04 მაისი 2024 01:01
17
ტროლებით რომ ვერაფერს გახდნენ, თავის ჭკუით მძიმე ალტილერია გამოაგორეს ქოცებმა.
sani
03 მაისი 2024 22:01
18
კალაძე მილანის ისტორიაში წერია უკვე გინდა თუ არ გინდა...და პირველმა გააცნო საქართველო დადებითი კუთხით იტალიას.
...
03 მაისი 2024 10:42
33
დარწმუნებული ვარ, კალაძემ იტალიასთან თამაშის დროს განზრახ გაიტანა ის ორი გოლი საკუთარ კარში.
მისი დღევანდელი ცხოვრება ამას ადასტურებს.
Status quo
04 მაისი 2024 11:17
15
სტატუსკვო,დაიფიცებ,რომ მართლა გჯერა? მე არ მჯერა,რომ მართლა გჯერა!
სოსო
04 მაისი 2024 12:19
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული