"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
კანონის წაკითხვა და გააზრება როდის ისწავლე, უწიგნურო?
ანზორ ჯაფარიძე
03 მაისი 2024 17:32
16
ხაბარელი და ძმანი მათნი,სწორედ ჩვენი, ხალხის ხარჯზე გამდიდრდენ და დღეს მულტი მიონერებად გვევლინებიან.ორი წიგნი არ აქვთ წაკითხული.კითხეთ ერთი საიდან დააგროვა ამხელა ქონება?ქოცების შვილები ევროპაში და ამერიკაში იღებენ განათლებას და იქ ცხოვრობენ,უბრალო ქართველებს კიდევ ევროპელებით აშინებენ იმათ არ გაეკაროთ ეგრევე გაგაპიდარასტებენო..აქაც ვიღაცას სჯერა ამათი ზღაპრების))
ვალერი
03 მაისი 2024 17:26
11
ჰო, კალაძე და კობიაშვილი მაგარი თავისუფლებისთვის მებრძოლებია ;)
გიორგი
03 მაისი 2024 15:34
7
ფარისეველი! ნახა პატრიოტები! მაგარი ჩათლახები არიან! ყველაზე მაგარი ისაა, რომ თავი ყველაზე ჭკვიანი გონიათ.
alexander
03 მაისი 2024 15:12
2
ეს ჭაღარა კლოუნი დაიბადა 1958 წელს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატო გახდა 1980 წელს. რაცკი რამე მოიგო, სულ სსრკ დროს და სსრკ დროშით. ახლა ამიხსენით, ეს კლოუნი რას ერჩის ბუდუს??? ხაბარელი, მოდი აბა წითელქუდა მოგვიყევი, რომ დავრწმუნდეთ რომ რაც გვგონია, ის არ ხარ ....
სასწაული თუ გინდათ ...
03 მაისი 2024 21:12
25
შე ნაგავო დეგენერატო! ხაბარელის მვერიც არ ხარ, შე უზრდელო.
სასწაულს
03 მაისი 2024 21:45
31
კოტე, შენა ხარ ბიჭო, "სიჩუმეზე გიცან" !
ეხ, კოტიკო !
სასეაულ - ს- ს
03 მაისი 2024 22:38
1
ივანიშვილის კრემლებოტებო!
თქვენ დასავლეთს აგინებთ და რუსეთს აქებთ. ამიტომ თქვენი "ლოგიკა" არ გვაინტერესებს.
რუსეთსაც რომ აგინებდეთ, მაშინ ვინმე, ალბათ, მოგისმენდათ. ხალხი იფიქრებდა, რომ თქვენ ობიექტურ და დამოუკიდებელ აზრებს უზიარებთ საზოგადოებას. მაგრამ თქვენი დამკვეთი არის რუსული ქურდული ოცნება. და ამიტომ აგინებთ კარგ ქართველ ადამიანებს.
რეალობა
03 მაისი 2024 13:47
5
შოთა პაპა, აბა სწრაფად თუ მიპასუხებ: რამდენია სამჯერ ოთხი? )))))))) გაგიჭირდა ხო? ეგ არი შენი ბაგაჟი.)))))
გიგო (მეორე კლასელი)
03 მაისი 2024 12:14
11
არა, მაგას ითვლის, საზეპიროებიც იცის, ცოტა კრიტიკულ აზროვნებაში უჭირს, მაგრამ ჯერ მეორე კლასშია
....
03 მაისი 2024 12:59
4
ერთი შენ ხარ ვაჟკაცი და პატრიოტი და მერე ეგ ვინც შენ ჩამოთვალე. ისე მარეკ იანკულოვსკი ან ჯუზეპე პანკარო გაგიგონია? ერთი ჩეხია და მეორე იტალიელი, გინახავს სადმე რომელიმე ან მერად, ან რაიმე თანამდებობაზე? აი მაგათი შემცვლელი იყო კალაძე მილანში, ძირითადში ის ხალხი თამაშობდა. ასე რომ ეგ თქვენი კოლაბორაციონოსტი კალაძე ტრ...ში გაირჭე და ისე ირბინეთ შუაგულ ჭორვილაში. პატრიოტ და ვაჟკაც ხალხს ნახავთ ძალიან მალე. სენი წილიმე. ისე შოთაზე რას იტყვი
ხაბაროვს
03 მაისი 2024 12:09
8
კალაძე და ყაველაშვილი= სერგო ორჯონიკიძეს და ფილიპე მახარაძეს.. ასეა ეს!!!
ბათუმი
03 მაისი 2024 10:53
19
ორჯონიკიძეები და ფაშისტები, შენს ფეკალია ნაცებში მოიკითხე, რო ყარხართ და აყროლებთ საქართველოს!
ნაცხ ბათუმელს
03 მაისი 2024 11:32
9
ხედავთ, კალაძის პანიკა როგორ უცებ გადმოგედოთ საქოცეთს?? ჯერ სად ხართ!!! :))))
....
03 მაისი 2024 13:19
1
კალაძეს, ხაბარელს, და ვოლსკის რამდენათ მოგვყიდიდით იტალიელებს, ბატონო პუტინოო,,, ძალიან გვიჭირს ფეხბურთში, ჭიდაობაში, და მაფიაში. ეს სამეული შეავსებდა ჩვენს გაჭირვებას... ფორცა იტალიააა. ვაი თქვენს პატრონს.
,იტალიური ოცნება
03 მაისი 2024 20:32
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული