ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური კლუბი შეიძინა

AutoSharing Option
ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისის ლიგა 1-ის (რანგით მესამე ლიგის) კლუბ "უიქომბ უონდერერსის" 90%-იანი წილი შეიძინა.

აღნიშნული განცხადება ინგლისურმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

"ჩვენ გვინდა ავაშენოთ ფინანსურად ძლიერი კლუბი და წარმატებას გრძელვადიან პერსპექტივაში მივაღწიოთ როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ", - ავრცელებს კლუბი ლომთაძის სიტყვებს.

ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია.

Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს მას შემდეგ იკავებს,
რაც მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ $3.7 მილიარდიდან $5.2 მილიარდამდე გაიზარდა.

"უიქომბ უონდერერსმა" ინგლისის პირველ ლიგაში ასპარეზობა 65 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 45 /
იქნებ ვინმემ თბილისის "დინამო" შეიძინოს...
tngh
07 მაისი 2024 15:02
1
პოლიტიკაში არ უნდა მოსვლა? ბიძინამ აღარ მინდაო..ეხლა სხვამ ჭამოსო...
მმმმ
07 მაისი 2024 13:15
8
მიშა ლომთაძე ჩემ ინსტიტუტში სწავლობდა ვიცნობ მის მეგობრებს. არ არის სინამდვილეში ეგ მიშას ფული. ერთ-ერთი ყაზახი მილიარდელის არის კასპი ბანკიც და ეგ ფულიც (კლუბიც). ფორმალურადაა გაფორმებული ბანკის მფლობელად და ინ ყაზახისთვის აკეთებს ტრანზაქციებს. მიშას თავისი წილი აქვს რა თქმა უნდა და კარგი შემოსავალიც, მაგრამ მილიარდელი არ არის
Esm-ელი
07 მაისი 2024 12:34
1
აჰჰა შენ გაბარაბს ესეიგი აჩოტებს და ფორბსმა ტყუილად დაასახელა
ჯუბო
07 მაისი 2024 14:01
2
კი მართალია სრულად. ყაზახი კორეელების და რუსული ბერინგ ვოსტოკის ფულია.სამწუხაროა რომ რაც მილიარდერი გახდა მიშიკო ზარებს აღარ პასუხობს
საბო
07 მაისი 2024 12:52
0
თბილისის დინამო შეეძინა და აეღორძინებინა
ფეხბურთი
07 მაისი 2024 11:25
1
43 მილიარდი დოლარი აქვთ საქართველოში მცხოვრებ ქარტველებს უცხოურ ბანკებში, მაგრამ ხედავენ როგორ ,,უფასდება" ბ-ნ ბიძინას ქველმოქმედება და ამიტომ არ ჩანან ჰორიზონტზე.
ქართველი
07 მაისი 2024 10:16
7
ეს კაცი ქართველი ეროვნებითაა,ხოლო როგორც მილიარდერი და ბიზნესმენი,ყაზახია.
სტატუს ქუო
07 მაისი 2024 08:10
4
Ratoar sheidzenda mageni iyven ro caixes naxevari edikas biujeti
Ditex
07 მაისი 2024 07:46
1
დუნ დუკ
გიორგი
07 მაისი 2024 03:20
3
არაა საჭირო საქართველოზე და ქართველებზე მუდმივად ცუდის თქმა, არც ეგრეა საქმე, მერწმუნეთ ბევრი მაქვს ნანახი არავისზე ნაკლები არაა ქართველი, უბრალოდ სხვისი დროა ეხლა მოსული, ეგაა და ეგ.. კარგად იქნება ყველაფერი, ბრძოლა უნდა, მუდმივი ბრძოლა და ღმერთის სიყვარული.. მადლობა...
Zviads
07 მაისი 2024 00:00
6
ინგლისური კლუბი იყიდაო და ლიგა ერთის კლუბი უყიდია,ვიქომბ უონდერერსი.ამ გუნდმა უკვე დაასრულა სეზონი და გავიდა მეათე ადგილას. ანუ გაისადაც ამ ლიგაში იქნება. შეგახსენებთ,ინგლისის ლიგა 1 არის რანგით მესამე დივიზიონი,ვინმეს საფრანგეთის ლიგა ერთის მსგავსად უმაღლესი ჩემპიონატი არ ეგონოს(არ მგონია,მარა მაინც). ამ კლუბის ყიდვას არ უნდა ქონდეს დიდი ფინანსური მოგების ნახვის ან ტიტულების მოგების ამბიცია,ფულის გასათეთრებლად გამოიყენებენ,როგორც აბრამოვიჩი იყენებდა ან შეიხები აკეთებდნენ ამას. ყაზახეთში აქვს ფული ნაშოვი,ეს ქვეყანა ჯერ რუსეთის და ახლა ჩინეთის მარიონეტია(ჩვენც მარიონეტი ქვეყანა ვართ,ნუ გაგეხარდებათ). ჯობდა დინამო ეყიდა და მიეხედა,თუმცა ცეხავიკი ფიფია იქნება თუ ლომთაძე,აზრი აქვს? საქართველოში არაფერი არ ვარგა,არც ხალხი,არც ბიზნესმენები,არც სამოქალაქო საზოგადოება და არც პოლიტიკოსები,ყველაფერი წუნიანი გვაქვს. აგერ ერთი თვეა მიდის ომი და დაპირისირება,ისიც ვერ გაუგიათ რაზე ჩხუბობენ,მამა შვილის და ნათესავი ნათესავს ეჩხუბება,ხოდა ეს არის საქმე.პოლიტიკა არის მრავალთა სიგიჟე ერთეულების სასიკეთოდ,ეს გამოთქმა ყველამ იცის,მარა მაინც სიგიჟეში ცხოვრობენ.
იასონას უდარი
06 მაისი 2024 23:06
8

სიახლეები პოპულარული