"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გამოვხატე აზრი იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მით უმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს, ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც უნდა
პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 175 /
ღმერთმა ქნას ევროპაზე კარგად გამოხვიდე თორემ მერე პოლიტიკა ვერ გიშველის ,
ტატო
06 ივნისი 2024 15:40
12
ნაკრებს მწვრთნელი და მენეჯერი არ ჰყავს, რა დროს პოლიტიკური განცხადებებია, დაიწყო თითქმის ევროპაა?! ან ბუდუს კომენტარით რა მოიგო ქვერყანამ და ან იმით რაც მერე მის კომენტარებს მოჰყვა?! ქართველების უმეტესობა ორი ერთმანეთზე უარესი პარტიის მხარეა, იმაზე არ დაფიქრებულა რომ ქვეყნის მხარეს უნდა იყოოო პირველ რიგში და არა გაზულუქებული და ყველანაირი მორალისაგან დაცლილი პარტიების მხარეს. მაგრამ, ყველას თავიზი მიზანი და მიზეზი აქვს ორივე მხარეზე დგომის და ძირითადად ფინანსებში გამოიხატება ეს ყველაფერი. ნოე რამიშვილმა სინანულით აღნიშნა,რომ პარტიული ინტერესები რომ არ დამეყენებინა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, შესაძლოა ის არ დამართნოდა ქვეყანას რაც დაემართავოო. სანამ თითოეული ქართველი პირის გაღებამდე, ჯერ იმაზე არ დაფიქრდება თუ ქვეყანას რა სარგებელს მოუტანს მისი ნათქვამი, მანამდე სულ მხოლოდ ემოციებზე, ანალიზის გარეშე გაკეთებული განცხადებებით, რასაც მოვიგებთ გამოჩნდება მალე. დახურეთ ვარჯიშები და აკრძალეთ ყველანაირი პოლიტიკური განცხადებები, დამთავრდება ჩემპიონატი და მერე შეუძლია ყველას ის თქვას რასაც თვითონ თვლის საჭიროთ.
ATP 16
06 ივნისი 2024 15:12
5
ამან იმდენი ქნა ქარს გაატანა უცებ და მოულოდნელად მოპოვებული ხალხის სიყვარული… არადა ხალხი წლები ჩალიჩობს რომ ხალხში პოპულარული გახდნენ და მერე ყველანაურად უფრთხილდებიან რომ არ დაკარგონ, ეს კიდე ცანცარა უჭკუო მასტი ყოფილა…
ზოლა
06 ივნისი 2024 14:23
23
იმ უნგრული გუნდიდანაც ხომ თავისი დაუფიქრებელი ქცევის გამო გაუშვეს.
მესმის, რომ შენი ყოფილი გუნდის ფეხბურთელები ახლობლები არიან, მაგრამ როცა შენი ამჟამინდელი გუნდი პრინციპულ თამაშს წააგებს საკუთარ მოედანზე შენს ყოფილ გუნდთან და გასავარდნად აქვს საქმე, მაინცდამაინც, წაგებით გაცოფებული საკუთარი გულშემატკივრის საყურებლად ზედ მოედანზე ნუ დაუწყებ ყოფილ გუნდელებს სიყვარულის ახსნას. :)
თუ მაინცდამაინც სიყვარულის ბუშტი გაგისკდა, ჩადი თამაშის მერე გასახდელში და იქ გამოუტყდი სიყვარულში.
ფაქტია, რომ ლოგიკური აზროვნება და თავის ქცევაზე წინასწარ დაფიქრება უჭირს ამ ადამიანს.
ჯეჯე
06 ივნისი 2024 15:17
10
ესაა ამონარიდი ambebi.ge-ს სტატიიდან:

,,ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ­მა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია, როცა აქ­ცი­ებ­ზე ერთ ადა­მი­ანს ათი ურტყამს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ირ­კვა, რომ მან რამ­დე­ნი­მე რე­დაქ­ცი­ას ამ მო­ნაკ­ვე­თის ამო­ღე­ბა სთხო­ვა, რად­გან ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ "ზედ­მე­ტი აჟი­ო­ტა­ჟი არ სჭირ­დე­ბა".
მაგრამ ევროპის ჩემპიონატის წინ, ამისთანა ,,საჭირო" ინფორმაციას, რომელი ქართული გამომცემლობა არ გაავრცელებდა აბა? :)
ქართლოსი
06 ივნისი 2024 14:03
0
ბუდუ, ცუსი კომენტარები 1 კაცის დაწერილია სხვადასხვა სახელით, ე.წ. ტროლები. ასე
რომ 99% გვიყვარხარ და რასაც ამბობ გეთანხმებით!!!
True
06 ივნისი 2024 13:40
18
იმედია ხვდება ბუდუც და სხვებიც ამას და ზედმეტად არ ნერვიულობენ
რა მაფიაა?
06 ივნისი 2024 14:09
7
ეს ჟურნალისტები არიან მაგარი “ბალამუტშიკები”, შე ოჯახაშენებულო დაანებეთ რა ფეხბურთელებს ასეთ დროს მაინც თავი, თუ მაინცდამაინც ნაკრების და იმ თამაშების შესახებ დაუსვი კითხვები მთელი ქვეყამა რომ ასე ველოდებით კიდე რაღას ძაბავ ისედაც დაძაბულ ატმოსფეროს გასახდელში… სწორი იქნებოდა ფეხბურთელებს ჩემპიონატის დასრულებამდე ჟურნალისტებთან ყველანაირი კომუნიკაცია თუ აეკრძალებათ როგორც ბევრი გუნდი აკეთებს.
დათო
06 ივნისი 2024 13:38
1
63 ქართველი
15 გრუზინი

კარგი აუდიტორია გყოლიათ, გილოცავთ !
გია_544
06 ივნისი 2024 13:12
6
ანუ ერთ ადამიანს 10 უნდა ურტყამდეს?
წაქცეულ ადამიანს წიხლებს უნდა ურტყამდნენ?

ვინც ასე ფიქრობთ, არაკაცი ხართ!!!
ვინც ამ კომენტარს "დისლაიქს" გაუკეთებს არაკაცების რიგებში ხართ.
გიორგი
06 ივნისი 2024 13:10
10
კობას_ს.

ლაზარე და მიშა კიარა, ბრა ხარ?
ხალხის ცემა ვერ დაინახე?
თუ მარტო 2007_ში ხედავდი მარტო. ... ორმაგი სტანდარტები!
გიორგი
06 ივნისი 2024 16:12
6
თავისუფლება მიშას …. ,,, ისე ლაზარეს ხომ ყველა წამწამი ადგილზე ჰქონდა
კობა
06 ივნისი 2024 14:21
6
ბუდუ! "ომის ქართიას" არ მოაწერე ხელი? ბებო სალომეს არ აწყენინო ბიჭო?
ვაი, შენს პატრონს?
06 ივნისი 2024 12:45
13
ამათ რო კითხო, გულშემატკივრობენ ნაკრებს და საქართველოს...
რა მაფიაა?
06 ივნისი 2024 14:13
9
იდი ნახვამდის ქოცტროლო!
ინხ
06 ივნისი 2024 13:38
7
ყველა გამოხმაურება
ბუდუ,ნამდვილი კაცი,ჰუმანისტი და ქრისტიანი ხარ!არ აქვს მნიშვნელობა რომელი მთავრობა რას ჩადიოდა,ძალადობა ყოველთვის დასაგმობია ვინც არ უნდა ჩადიოდეს მას!
!!!
06 ივნისი 2024 12:41
10
ძალადობა ყველა დასაგმობია, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საპასუხო ძალადობასთან, რაც ცოტა განსხვავებულია წინა მთავრობის შემთხვევებისაგან. ასე რომ მთლად გაიგივებაც არ იქნება სწორი.
123
06 ივნისი 2024 14:16
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული