"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გამოვხატე აზრი იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მით უმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს, ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც უნდა
პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 175 /
ერთი ადგილი დააყენე და ის აკეთე რაც გამოგდის
ზგანკი
06 ივნისი 2024 16:35
19
ის რომ უშუალოდ ევროპის ჩემპინატის წინ მსგავსი, განხეთქილების შემომტანი გამცხადებების კეთება, მავნედ აისახება გუნდზე, დიდი ინტელექტი არ უნდა.
და რადგან ბუდუს ინტელექტი მაგდენს ვერ ქაჩავს, ე.ი. არც დიდი საფეხბურთო ინტელექტით გამოირჩევა.
ანუ, დიდი საფეხბურთო მომავალი არ აქვს ამ ადამიანს.
არადა, კამფეტივით ფეჰერვარი მოვიძულე ამ კაცის გამო. :))
ფორინერი
06 ივნისი 2024 11:52
19
მიდი ბუდუ მიაწექი ფეხბურთში თუ ვერ გაქაჩავ პოლიტიკაში ადგილი გარანტირებული გაქვს.ისე ფრთხილად იყავი თუ სერიოზული შეცდომა მოგივიდა ვინც დღეს გაქებს ისევ ისინი დაგიწყებენ გინებას.
სსს
06 ივნისი 2024 09:42
2
ესაა ამონარიდი ambebi.ge-ს სტატიიდან:

,,ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ­მა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია, როცა აქ­ცი­ებ­ზე ერთ ადა­მი­ანს ათი ურტყამს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ირ­კვა, რომ მან რამ­დე­ნი­მე რე­დაქ­ცი­ას ამ მო­ნაკ­ვე­თის ამო­ღე­ბა სთხო­ვა, რად­გან ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ "ზედ­მე­ტი აჟი­ო­ტა­ჟი არ სჭირ­დე­ბა".
მაგრამ ევროპის ჩემპიონატის წინ, ამისთანა ,,საჭირო" ინფორმაციას, რომელი ქართული გამომცემლობა არ გაავრცელებდა აბა? :)
ქართლოსი
06 ივნისი 2024 14:03
0
ბუდუ, ცუსი კომენტარები 1 კაცის დაწერილია სხვადასხვა სახელით, ე.წ. ტროლები. ასე
რომ 99% გვიყვარხარ და რასაც ამბობ გეთანხმებით!!!
True
06 ივნისი 2024 13:40
18
იმედია ხვდება ბუდუც და სხვებიც ამას და ზედმეტად არ ნერვიულობენ
რა მაფიაა?
06 ივნისი 2024 14:09
7
ყველა რუსეთუმე ტროლს! თქვენ ნებისმიერ რუსზე, მათ შორის პუტინზე უარესები ხართ. ისინი მტრები არიან, თუმცა თავისი ქვეყნის ინტერესების მტრობენ საქართველოს, თქვენ კიდე თქვენ ქვეყანას მტრობთ მტრის ინტერესების დასაცავად. ნებისმიერი ლანძღვა მენანება თქვენთვის, იმიტომ რომ არ არსებობთ, არარაობებიც კი არ ხართ. ძიძღნარევი სიბრალული მიჩნდება ყოველთვის სადმე თქვენი სუნიანი ნაკვლავევი თუ შევნიშნე.
ლადო
06 ივნისი 2024 00:09
25
მალადეც, ვოვა, სახელის გამართლებაც ეგეთი უნდა.
ქართლოსი
06 ივნისი 2024 02:01
0
გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს და გვფარავდეს მაცხოვარი ქრისტე ღმერთი. ვარ უბრალოდ ჩვენი სამშობლოს რიგითი ქართველი და სამშობლოს შეყვარებული. ერთი რამ ვერ გავიგე გუშინ. 195 ქვეყანა არის მსოფლიოში. 95 პროცენტმა დაუჭირა მხარი რომ ტოლვილები დაბრუნდნენ აფხაზეთში და სამაჩაბლოში. ჩეინეთმა თავი შეიკავა , ჩვენმა ლეგიტიმურმა მთავრობამ მადლობა გადაუხადა ჩინეთს,რომელიც არის სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც თავი შეიკავა . ვინც დაგვიჭირა მხარი იმათ ლანხღავენ. და ვერ ვხდები სად არის სამართალი.
Beqa
06 ივნისი 2024 11:47
8
ეჰ მეგობარო, სამართალს ანალიზი უნარი უნდა და ანალიზს ფანატიკოსები ვერ გააკეთებენ.
ბექა
06 ივნისი 2024 12:20
2
რა თქმა არასწორია! რტყმა საერთოდ არასწორია! მაგრამ როცა შენ, სახელმწიფო დავალებას ასრულებ და უბრალოდ დგახარ, მაშინ რა გინდა? რატომ მიწვევ? რატომ მოდიხარ ჩემთან, დედას რატომ მაგინებ? ძალადობით ვერაფერი ვერ შეიცვლება.
ლიდია კვარაცხელია
06 ივნისი 2024 06:32
3
ნაკრებს მწვრთნელი და მენეჯერი არ ჰყავს, რა დროს პოლიტიკური განცხადებებია, დაიწყო თითქმის ევროპაა?! ან ბუდუს კომენტარით რა მოიგო ქვერყანამ და ან იმით რაც მერე მის კომენტარებს მოჰყვა?! ქართველების უმეტესობა ორი ერთმანეთზე უარესი პარტიის მხარეა, იმაზე არ დაფიქრებულა რომ ქვეყნის მხარეს უნდა იყოოო პირველ რიგში და არა გაზულუქებული და ყველანაირი მორალისაგან დაცლილი პარტიების მხარეს. მაგრამ, ყველას თავიზი მიზანი და მიზეზი აქვს ორივე მხარეზე დგომის და ძირითადად ფინანსებში გამოიხატება ეს ყველაფერი. ნოე რამიშვილმა სინანულით აღნიშნა,რომ პარტიული ინტერესები რომ არ დამეყენებინა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, შესაძლოა ის არ დამართნოდა ქვეყანას რაც დაემართავოო. სანამ თითოეული ქართველი პირის გაღებამდე, ჯერ იმაზე არ დაფიქრდება თუ ქვეყანას რა სარგებელს მოუტანს მისი ნათქვამი, მანამდე სულ მხოლოდ ემოციებზე, ანალიზის გარეშე გაკეთებული განცხადებებით, რასაც მოვიგებთ გამოჩნდება მალე. დახურეთ ვარჯიშები და აკრძალეთ ყველანაირი პოლიტიკური განცხადებები, დამთავრდება ჩემპიონატი და მერე შეუძლია ყველას ის თქვას რასაც თვითონ თვლის საჭიროთ.
ATP 16
06 ივნისი 2024 15:12
5
ბუდუ,ნამდვილი კაცი,ჰუმანისტი და ქრისტიანი ხარ!არ აქვს მნიშვნელობა რომელი მთავრობა რას ჩადიოდა,ძალადობა ყოველთვის დასაგმობია ვინც არ უნდა ჩადიოდეს მას!
!!!
06 ივნისი 2024 12:41
10
ძალადობა ყველა დასაგმობია, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საპასუხო ძალადობასთან, რაც ცოტა განსხვავებულია წინა მთავრობის შემთხვევებისაგან. ასე რომ მთლად გაიგივებაც არ იქნება სწორი.
123
06 ივნისი 2024 14:16
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული