გვატემალაში სომეხი მწვრთნელები ჩაცხრილეს

AutoSharing Option
გვატემალას დედაქალაქში სომხეთიდან ჩასული ორი მწვრთნელი მოკლეს, რომლებიც ქვეყნის ტანმოვარჯიშეთა ნაკრებს ავარჯიშებდნენ.

60 წლის მანველ მალოიანი და მისი შვილი, რომელიც ასევე მწვრთნელი იყო, სტადიონ "მატეო ფლორესის" ახლოს ჩაცხრილეს. თვითმხილველთა თქმით, მალოიანს კამათი ავტომობილის მძღოლთან წესების დარღვევის გამო მოუვიდა.

მანველ მალოიანი 10 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა ტანმოვარჯიშეთა ეროვნულ ნაკრებს, რაშიც მას შვილიც ეხმარებოდა.

გვატემალა ლათინურ ამერიკაში ყველაზე სახიფათო ქვეყანად ითვლება. ოფიციალური სტატისტიკით, გვატემალაში დღეში საშუალოდ 16 მკვლელობა ხდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული