60 წლის მანველ მალოიანი და მისი შვილი, რომელიც ასევე მწვრთნელი იყო, სტადიონ "მატეო ფლორესის" ახლოს ჩაცხრილეს. თვითმხილველთა თქმით, მალოიანს კამათი ავტომობილის მძღოლთან წესების დარღვევის გამო მოუვიდა.
მანველ მალოიანი 10 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა ტანმოვარჯიშეთა ეროვნულ ნაკრებს, რაშიც მას შვილიც ეხმარებოდა.
გვატემალა ლათინურ ამერიკაში ყველაზე სახიფათო ქვეყანად ითვლება. ოფიციალური სტატისტიკით, გვატემალაში დღეში საშუალოდ 16 მკვლელობა ხდება.