ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

AutoSharing Option
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან.

ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

პარტიული სიის ოცეული პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ხოლო გენო პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო/მასალა: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 104 /
ლაშას და გენოს დეპუტატობა რა მოსატანია ჯორჯ ვეასთან, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ლიბერიის პრეზიდენტი გახდა, დიდიე დროგბამ კი კოტ დ'ივუარში წლების განმავლობაში დაუსრულებელი ომი შეაჩერა თავისი ავტორიტეტით. ჩვენ ოქროს ბიჭებს უფრო დიდი ავტორიტეტი აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ. ვინც აქ მათ აკრიტიკებს, ბოღმიანი და შურიანი ხალხია.
გულშემატკივარი
23:57 19-09-2024
4
მოდით სიმართლე თქვით ბიჭებო!!პარლამენტში ჯდომა გინდათ ფულისა და პრივილეგიებისთვის,ჩვენ გადასახადით გადახდილ ფულებს გინდათ მოაჯდეთ,ეს არის სიმართლე!!!!!
ქართველი ვაჟკაცი
19:00 13-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული