გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურომოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33 კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგიმ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი “თბილისის ზღვა“ 80 კილომეტრ საათი სიჩქარით 2023 წლის მაისში გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომელთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს. ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვის სანაპირომდე კი, ამჯერად 100 კილომეტრამდე საათი სიჩქარით 33 კილომეტრი გაიარა, ავსტრალიელი რაიდერის, რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

2023 წლის საუკეთესო მოტოსპორტსმენმა საქართველოში „შავი ზღვის“ 35 მეტრ სიღრმემდე წყალზე პირველივე ცდაზე გაიარა და
მიზნად ახალი მწვერვალების დაპყრობა დაისახა.
გიორგი გახელაძე 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ენდუროჩემპიონატების დაუმარცხებელი
ჩემპიონია. „ვისოლი“ გიორგი გახელაძის ექსტრემალური თავგადასავლების ტრადიციული
მხარდამჭერია.

გიორგი გახელაძის სპორტული მიღწევები:
უკრაინა - -Extreme Charge Ukraine - 1-ელი ადგილის მფლობელი, სრული შეჯიბრების გამარჯვებული
ესპანეთი - Hixpania Hard Enduro 2021 Archer Class- მე-2 ადგილი
თურქეთი - Sea to Sky Turkey 2021- მე-10 ადგილი (ოქროსპრიზიორი)
2019-2020 წლებში მსოფლიოში ყველაზე აზარტული შეჯიბრების, RedBull Romaniacs-ის ოქროს კლასის ფინიშერი

2022 წლის შედეგები მსოფლიო ჩემპიონატებზე:

ისრაელი - Minus 400 Desert Extreme Races - მე-11 ადგილი
სერბეთი - XRoss Hard Enduro Rally - მე-14 ადგილი
ავსტრია - RedBull Erzbergrodeo - მე-18 ადგილი
ესპანეთი - Hixpania Hard Enduro 2022 - მე-2 ადგილი (ოქროსპრიზიორი)
თურქეთი - Sea to Sky Turkey 2022 - მე-7 ადგილი
CHAMPIONSHIP STANDING 2022 - მე-17 ადგილი
JUNIOR CUP STANDING 2022 - მე-5 ადგილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული