ჩვენი დელეგაციისგან ჯილდოებს, უპირველესად, ძიუდოისტებისგან ელოდნენ, ისინი კი ვერაფრით გვახარებენ. მათ ასპარეზობა შაბათს დაიწყეს, გუშინ უკვე მესამე დღე მიილია, ამ პერიოდში ტატამზე გასული ექვსი ძიუდოისტიდან კი უმეტესობა ისე გავარდა, სანუგეშო წრეშიც ვერ გადავიდა. არჩილ საღინაძის (+100), იოსებ მსხალაძის (100), ბეთქილ ნავერიანისა (90) და დავით კარბელაშვილის (81) დარად, გუშინ ამბაკო ავალიანი (73) და გიორგი შოშიაშვილიც (66) უმედლოდ დარჩნენ.
ავალიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი
ხვალ შენჟენში პაატა მერებაშვილი (60) და ისევ მსხალაძე (ამჯერად - აბსოლუტურში) იჭიდავებენ. მერებაშვილი პაკისტანელ ფარიდ გულამის ხვდება, მსხალაძე - უკრაინელ ალექსანდრ სიზოვს.
უნივერსიადაზე მშვილდოსნობაში დღეს ჩვენი ერთადერთი მონაწილე - დავით ჭელიძეც გამოვიდა, თუმცა არც ისე წარმატებით - 558 ქულა დააგროვა, რითაც 67 მონაწილეს შორის 64-ე ადგილზე გავიდა. ის პლეი ოფში ზეგ გამოვა და ამერიკელ გლენ ტომასის დამარცხებას შეეცდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"