"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა

AutoSharing Option
უკრაინა სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „არ ურთიერთობს კალაძესთან და ის მისთვის არ არსებობს“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ აპირებს ჭირისუფლად მყოფთან პოლემიკაში შესვლას და განცხადებების კეთებას.

„მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც დღეს უკრაინაა. უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია
პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო. დიდი იმედი მაქვს მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში. ხალხი შეძლებს გაანალიზებას თუ რა მოხდა“, - აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, უკრაინულმა მედიამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატა გაავრცელა იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს.Tribuna.com-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კიევის “დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა: "მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს".

წყარო: ინტერპრესნიუსი

altანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

მკითხველის კომენტარები / 51 /
აფხაზეთის ომში რამოდენიმე ათეული უკრაინელი იბრძოდა დაახლოებით 60-ცამდე საქართველოს მხარეს ისიც ზოგი აქ დაბადებული უკრაინელები იყვნენ, სამაგიეროდ რუსეთის და სეპარატისტების მხარეს იბრძოდა მარიუპოლელი უკრაინელები ერთი ბატალიონი ანუ 500 კაცი.ასე რომ საქართველო არავისთან ვალში არ არის პირიქით ვიღაცეების გასაგონად ვამბობ კარგად გადახედეთ საქართველოს უახლეს ისტორიას.
ქომაგი
03:56 13-02-2025
2
გამოაქვეყნეთ სად და როდის დაგვეხმარა უკრაინა ნებისმიერ დროს, 9 აპრილიდან მოყოლებული აფხაზეთში და სამაჩაბლოში, 9 აპრილს მათ შორის უკრაინელმა ჯარისკაცებმა გადაგვიარა რუსთაველზე, ეს მე რაც დანამდვილებით ვიცი და მისაუბრია მათთან იმას ვამბობ, დაასაბუთეთ თქვენი სიტყვები, რა ფახაზეთი რამდენიმე ბოევიკი იყო ჩამოსული? სამაჩაბლოში ხო საერთოდ არც კი გაუგყევიათ ერთი ადგილი! როდის თქვა ვინმემ, ნებისმიერმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა რომ სამაჩაბლო საქართველოა. დაადასტურეთ თუ არა ლაყბობით არამედ ფაქტებით!
არ გინდათ საქართველო გიყვარდეთ?
03:08 13-02-2025
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული