ლამაზმანი ექსტრავაგანტური ქცევით ცნობილია და მუდამ სკანდალებში ეხვევა, მაგრამ ამჯერად ლათინოამერიკელი ყველანაირ ზღვარს გადაცდა.
რიკელმე არგენტინულ შოუში მონაწილეობს, სადაც გამარჯვებული მაყურებელთა ხმებით ვლინდება. ლამაზმანმა მაყურებელთა ყურადღება თავისი დადგმული შოუთი მიიქცია, რომელშიც მან ცეკვა გაშიშვლებულმა შეასრულა. მას ტყავის შარვლის გარდა არაფერი ეცვა.