რუსმა კომენტატორმა "ზენიტის" მეკარეს განავალი უწოდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის შეხვედრაში, სადაც "სპარტაკი" "ცსკა"-ს ხვდებოდა, ტელეარხ "რუსეთი 2"-ის კომენტატორმა დმიტრი გუბერნიევმა ტაიმებს შორის შესვენების დროს "ზენიტის" მეკარეს ვიაჩესლავ მალაფეევს განავალი უწოდა.

აღნიშნული შეხვედრის მატჩის ტრანსლაცია sportbox.ru-ს საიტზე მიმდინარეობდა. ტელეარხისგან განსხვავებით, საიტზე შესვენების დროს რეკლამა არ გავიდა და კომენტატორის საუბარი პირდაპი ეთერში ისმოდა.

კომენტატორი რუსეთის ნაკრების მეკარის აკინფეევის ტრავმაზე საუბრობდა და ძალიან წუხდა, რომ გოლკიპერი წელიწადნახევარი ვერ გამოვიდოდა მოედანზე და მის შემცვლელ მალაფეევს, რომელიც ნაკრების კარს დაიცავდა, განავალი უწოდა. მან ასევე ფეხბურთელის გარდაცვლილ ცოლზე ჭორების მოყოლა დაიწყო.

გუბერნიევი, ასევე
რასულ მირზაევის ამბავს შეეხო, რომელმაც ერთი დარტყმით 19 წლის ბიჭი მოკლა. კომენტატორის თქმით, მსოფლიო ჩემპიონი თავის მეგობარ გოგონას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული