4. ფეხბურთი. ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამომ" 2:0 მოუგო "რეიკიავიკს", "მეტალურგი" "რენთან" 0:2 დამარცხდა. შემდეგ ეტაპზე თბილისის "დინამო" გავიდა.
7. კალათბურთი. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთის ოთხთა ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა.
7. კალათბურთი. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონში მე-16 ადგილზე გავიდა.
10. ფეხბურთი. საქართველოს ნაკრები სტუმრად პოლონეთის ეროვნულ გუნდთან 0:1 დამარცხდა ამხანაგურ მატჩში.
11. კალათბურთი. ათენის "პანათინაიკოსს" დაუბრუნდა გიორგი შერმადინი.
11-12. თავისუფალი ჭიდაობა.
11-14. ძიუდო. კიევში, მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქრო (ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი), 2 ვერცხლი (ბექა დონღვანი, შალვა ჩოჩელი) და 1 ბრინჯაო (ლევან გუგავა) მოიპოვა.
12-23. მსოფლიო უნივერსიადა. საქართველოს დელეგაციამ ჩინურ შენზენში მსოფლიო უნივერსიადიაზე იასპარეზა.
14. კალათბურთი. საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიის ოთხთა ტურნირი მოიგო.
14. რაგბი. საქართველოს ნაკრებმა საკონტროლო მატჩში ფრანგული "ორიაკი" 28:24 დაამარცხა.
14-15. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ვარშავაში კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 5 მედალი მოიპოვეს: კუკური კირცხალია და ლაშა გობაძე (ვერცხლი), რამაზ ზოიძე, ედნარ შავაძე და შმაგი ბოლქვაძე (ბრინჯაო).
16. ძიუდო. ფედერაციის ყრილობაზე პრეზიდენტად გიორგი ალექსიძე აირჩიეს.
16. კალათბურთი. საქართველოს ნაკრებმა თბილისში ამხანაგურ მატჩში 97:91 მოუგო ისრაელის გუნდს.
16. ფეხბურთი. თანამდებობიდან გადადგა "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე.
18. ფეხბურთი. ევროპალიგის პლეი ოფში "ზესტაფონი" 3:3 ეთამაშა "ბრიუგეს", ხოლო "დინამომ" "აეკ"-თან 0:1 წააგო.
19. რაგბი. საქართველოს ნაკრებმა საკონტროლო მატჩში ფრანგული "ბურგუენი" 28:15 დაამარცხა.
19. კალათბურთი. ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი შემადგენლობა დაასახელა.
22. რაგბი. რიჩი დიქსონმა იმ 32 "ბორჯღალოსნის" სია დაასახელა, რომლებიც მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ ახალ ზელანდიაში.
22. კალათბურთი. საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვიას 83:79 მოუგო, ხოლო ზაზა ფაჩულიამ ნაკრების რეკორდი დაამყარა 42 ქულა ჩააგდო.
23-24. თავისუფალი ჭიდაობა. უნგრულ სომბატჰეიში ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა 3 მედალი მოიპოვეს: გენო პეტრიაშვილი (ვერცხლი), გიორგი ჩხარტიშვილი (ბრინჯაო), შოთა ფარტენაძე (ბრინჯაო).
24. კალათბურთი. საქართველოს ნაკრები ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში 73:84 დამარცხდა.
25. ფეხბურთი. ევროპალიგის საპასუხო პლეი ოფში თბილისის "დინამომ" 1:0 მოუგო ბერძნულ აეკ-ს, მაგრამ დამატებით დროში სტუმრებმა გოლი გაიტანეს და ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ, "ზესტაფონი" "ბრიუგესთან" 0:2 დამარცხდა.
27. კალათბურთი. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და ლიტვასთან 80:88 წააგო.
27-28. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. უნგრულ სომბატჰეიში ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა 3 მედალი მოიპოვეს: რამაზ ზოიძე (ოქრო), ზურაბ გედეხაური (ვერცხლი), ლაშა გობაძე (ბრინჯაო).
28. რაგბი. საქართველოს ჩემპიონატში შვიდკაცა რაგბიში, II ეტაპი "ყოჩებმა" იმარჯვა.
28. ძიუდო. პარიზში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
30. სუმო. გამოქვეყნდა სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი. ლევან ცაგურია (კოკაი) ელიტას დაუბრუნდა, ხოლო ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) კომუსუბის ტიტული დაკარგა.
31. კალათბურთი. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა გამართა. ჩვენებმა ბელგიას 81:59 მოუგეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"