საქმე ისაა, რომ ეს ადამიანი ფეხბურთელს ფულს სძალავდა. ბოროტმოქმედი ემუქრებოდა ბენზემას, რომ მის ფოტოებს გამოაქვეყნებდა, რომელშიც ფრანგი თავის ყოფილ საცოლესთან ერთად არის.
გაზაფხულის შემდეგ შანტაჟმა უფრო ინტენსიური სახე მიიღო, თუმცა საფრანგეთის პოლიცია ამ საქმეზე მუშაობდა და თაღლითის დაჭერას ცდილობდა.
საბოლოოდ სამართალდამცველებმა მოახერხეს თაღლითის ვინაობის გარკვევა და მისი აყვანის ოპერაცია დაგეგმეს. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა ფეხბურთელის ადვოკატი სილვიენ კორმიე, რომელსაც ბოროტმოქმედისთვის ფული უნდა გადაეცა.
შეხვედრა ქალაქ ლიონის ერთ-ერთ სასტუმროში შედგა. პოლიციელები
როგორც გაირკვა, ბოროტმოქმედი ბენზემას ყოფილი საცოლის მამა ყოფილა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით