ბენზემას ყოფილი საცოლის მამა აშანტაჟებდა

AutoSharing Option
საფრანგეთის პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელიც მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას აშანტაჟებდა.

საქმე ისაა, რომ ეს ადამიანი  ფეხბურთელს ფულს სძალავდა. ბოროტმოქმედი ემუქრებოდა ბენზემას, რომ მის ფოტოებს გამოაქვეყნებდა, რომელშიც ფრანგი თავის ყოფილ საცოლესთან ერთად არის.

გაზაფხულის შემდეგ შანტაჟმა უფრო ინტენსიური სახე მიიღო, თუმცა საფრანგეთის პოლიცია ამ საქმეზე მუშაობდა და თაღლითის დაჭერას ცდილობდა.

საბოლოოდ სამართალდამცველებმა მოახერხეს თაღლითის ვინაობის გარკვევა და მისი აყვანის ოპერაცია დაგეგმეს. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა ფეხბურთელის ადვოკატი სილვიენ კორმიე, რომელსაც ბოროტმოქმედისთვის ფული უნდა გადაეცა.

შეხვედრა ქალაქ ლიონის ერთ-ერთ სასტუმროში შედგა. პოლიციელები
სასტუმროს თანამშრომლების ფორმაში იყვნენ გადაცმულები და საბოლოოდ თაღლითი დააკავეს.

როგორც გაირკვა, ბოროტმოქმედი ბენზემას ყოფილი საცოლის მამა ყოფილა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული