"ზარიას" ფანებმა გუნდის მწვრთნელი ურნებზე "გამოაჭენეს"

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერის, ჯაბა ლიპარტიას კლუბის, ლუგანის "ზარიას" გულშემატკივრებმა უკრაინის ჩემპიონატში გუნდის წარუმატებელი თამაში ორიგინალური ხერხით გაპროტესტება.

ფანებმა "ზარიას" მთავარი მწვრთნელის, ანატოლი ჩანცევის ფოტოები ქალაქის ნაგვის ურნებზე გააკრეს.

ჩანცევის სურათი წითელი ზოლით არის გადახაზული, ხოლო ფოტოს ქვეშ ასეთი წარწერაა: "ჩანცევ, წადი".

შეგახსენებთ, რომ რვა ტურის შემდეგ "ზარია" შვიდი ქულით ჩემპიონატში მე-11 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული