ფანებმა "ზარიას" მთავარი მწვრთნელის, ანატოლი ჩანცევის ფოტოები ქალაქის ნაგვის ურნებზე გააკრეს.
ჩანცევის სურათი წითელი ზოლით არის გადახაზული, ხოლო ფოტოს ქვეშ ასეთი წარწერაა: "ჩანცევ, წადი".
შეგახსენებთ, რომ რვა ტურის შემდეგ "ზარია" შვიდი ქულით ჩემპიონატში მე-11 ადგილს იკავებს.