საფეხბურთო მატჩი "მის სამყარო 2011-ის" გოგონების მონაწილეობით

AutoSharing Option
"მის სამყარო 2011-ის" მასპინძელი ბრაზილიელები, ისე როგორ იქნებოდა, რომ ერთად შეკრებილ სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ ლამაზმანებს ფეხბურთს არ დაუკავშირებდნენ? მართლაც, სილამაზის ამ პრესტიჟული კონკურსის ორგანიზატორებმა პროგრამაში ფეხბურთიც ჩართეს.


"მის სამყაროს" გვირგვინის 22 პრეტენდენტმა "სან პაულუს" სტადიონზე მოიყარა თავი. საფეხბურთო შორტ-მაისურებსა და ბუცებში გამოწყობილი ლამაზმანები ორ გუნდად გაიყვნენ და მატჩი გამართეს.

ვფიქრობთ, მატჩის შედეგი, გოლების ავტორები და სტატისტიკა მკითხველისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, უფრო საინტერესო კი მობურთალი მომხიბვლელი გოგონებისთვის თვალის მიდევნებაა.

ვიდეო

და ერთიც, მოდი და ნუ შეგშურდება ბრაზილიის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი მცველის
კაფუსი, რომელიც იმ საღამოს გოგონათა ორივე გუნდს ხელმძღვანელობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული