ცხენოსნობა, ჭიდაობა, ლელობურთი მათი ცხოვრების სულიერი საზრდო და ყოფის მუდმივი თანამდევი იყო. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით დასაფასებელია ბოლო დროს რამდენიმე რაიონის ხელმძღვანელთა დაინტერესება ჩვენი ეროვნული საუნჯისადმი.
სენაკში მუნიციპალიტეტის გამგეობის თაოსნობით დაფუძნდა ლელობურთის ფედერაცია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლელობურთს 2500 წლიანი ისტორია აქვს.
დამფუძნებელ სხდომას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობის, სასწავლო დაწესებულებების, ლელობურთის გუნდების, საზოგადოებრივი ცხოვრების
ამ ღირსეული საქმით საფუძველ ჩაეყარა ტრადიციული სახეობებისადმი ზრუნვას და ახალგაზრდებაში სასკოლო ასაკიდან ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას.
როგორც ფედერაციის დამფუძნებლებმა განაცხადეს, უახლოეს მომავალში რამოდენიმე ღონისძიების ჩატარება იგეგმება. დევიზი: "სპორტის ეროვნული სახეობები ქართული სპორტის სამსახურში!" უკვე რეალურად ამოქმედდება.
კარგი იქნება თუ ტრადიციულ სახეობებს სხვა რეგიონებში, ქალაქებსა რაიონებშიც მიექცევა ყურადღება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებას და ქართული სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ბესიკ გვაზავა სენაკიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"