შოკი ები კრაუჩისგან

AutoSharing Option
ორი დღის წინ, ლონდონში ჟურნალ GQ-ის ჯილდოების გადაცემის ტრადიციული ცერემონია გაიმართა და ვარსკვლავებს საზოგადოების წინაშე გამოჩენის კიდევ ერთი საბაბი მიეცათ. შესაბამისად, მოდის მიმოხილველებისთვის ეს იყო კარგი საშუალება შეეფასებინათ ცნობილი ბრიტანელების ჩაცმულობა.

სრული შოკი გამოიწვია "ტოტენჰემის" ყოფილი და "სტოკ სიტის" ამჟამინდელი ფორვარდის პიტერ კრაუჩის მეუღლის, ბრიტანელი მოდელის ები კრაუჩის გამოჩენას - მისი შავი გამჭვირვალე კაბა საერთოდ ვერ ფარავდა შავ თეთრეულს.

საერთოდ, ბრიტანელებში ები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ ერთი რამ აინტერესებთ - როგორ შეინარჩუნა მის კრაუჩმა ასეთი ფიგურა გაზაფხულზე ბავშვის გაჩენის შემდეგ?

ამ დღეებში პაპარაცებმა კიდევ ერთხელ აანერვიულეს ების თაყვანისმცემლები. გამოქვეყნდა ფოტოები სერიიდან - "რას აკეთებდა ები ამ ზაფხულს". სურათებზე ის მეუღლესთან და ქალიშვილ სოფიასთან ერთად იტალიაში, კუნძულ კაპრიზე ისვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული