რუსმა გეებმა და ლესბოსელებმა თავიანთი სპორტული ფედერაცია შექმნეს

AutoSharing Option
რუსეთში სექსუალური უმცირესობისთვის სპორტული ფედერაცია შეიქმნა, რომელშიც  ქვეყნის დაახლოებით 300-მდე სპორტსმენი გაერთიანდა.

ფედერაციის მიზანი რუსეთში ისეთი სპორტული კლუბების გახსნის ხელშეწყობაა, სადაც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები მათთვის კომფორტულ ატმოსფეროში სპორტით დაკავდებიან.

"ქვეყანაში ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების ბევრს ეშინია, ზოგიერთს კი ღიად ვძულვართ. ხშირად ეს სიძულვილი შტამპესა და სტერეოტიპებზეა დაფუძნებული. გვსურს ვაჩვენოთ, რომ გეი-აღლუმების და ღამის კლუბების გარდა ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში სხვა რამეც არსებობს, მაგალითად, სპორტი", - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში სექსუალური უმცირესობისთვის 10-ზე მეტი ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ბადმინტონისა და
ფიგურული სრიალის კლუბი ფუნქციონირებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგათი ჯიში და ჯილაგიც ... ისემც უქნიათ, სულ გადაგვარებულან დედაბუდიანად
მერაბი
01:24 22-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული