ლაგოდეხის სპორტული ბაზა აქტიურად რემონტდება

AutoSharing Option
რამდენიმე თვის წინ ლაგოდეხის სპორტული ბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო.

სპორტკომპლექსის რემონტის მოსამზადებელმა სამუშაოებმა დაგეგმილზე მეტხანს გასტანა, ვინაიდან შენობა სავალალო მდგომარეობაში იყო და მის მომზადებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდა.

ამჟამად, შენობის საცხოვრებელი კორპუსის ერთი ფლიგელი (3 სართული) უკვე მთლიანად გადაკეთებულია. გაიზარდა ოთახების ფართობები, მომზადდა სველი წერტილები. აქტიურად მიმდინარეობს სახურავის შეკეთება და უახლოეს დღეებში უკვე დასრულებული იქნება. მთლიანად შენობას უტარდება დამატებითი გასამაგრებელი სამუშაოები.

როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პირველი ეტაპის სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება და მეორე ეტაპიც მაშინვე დაიწყება, რაც მოიცავს
კვების ბლოკის, საკონფერენციო დარბაზის რეაბილიტაციას, წყალსაცავისა და საცურაო აუზის მშენებლობას.

ამის შემდეგ კი, საცხოვრებელი კორპუსის მეორე ბლოკის რეაბილიტაციაც დაიწყება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული