ბრიტანეთში ბავშვები წესების გარეშე ბრძოლაში მონაწილობენ

AutoSharing Option
ინგლისის პოლიცია წესების გარეშე ბრძოლის ფაქტს იძიებს, რომელშიც 5-8 წლის ბავშვები მონაწილეობდნენ. ბრძოლა, რომელსაც ვიდეოკამერითაც იღებდნენ, პრესტონის ერთ-ერთ კლუბში, Greenlands Labour Club-ში შერეული ორთაბრძოლის წესების მიხედვით იმართებოდა, თუმცა დარტყმის ტექნიკის შეზღუდვებით.

ბრიტანეთის მედიცინის ასოციაციამ ამ კომერციული შეჯიბრის ჩატარება აკრძალა.

"არცერთ მათგანს საფრთხე არ ემუქრება - განაცხადა ერთ-ერთი მცირეწლოვანი მებრძოლის მამამ - ორთაბრძოლის მონაწილეების დაშავება არავის შეუძლია".

ორთაბრძოლების ორგანიზატორი და კლუბის მფლობელი, 28 წლის სტივენ ნაიტინგეილი აცხადებს, რომ "ეს გამორჩეულად კარგი და საინტერესო სანახაობაა".

"მონაწილეთა საწყისი ასაკი 5 წელია. ყველაფერი ბრძოლისუნარიანობაზეა
დამოკიდებული", - განაცხადა ნაიტინგეილმა, რომელიც თავად შერეული ორთაბრძოლის ოსტატია და იქვე აღნიშნა, რომ ბრძოლის ეს სახეობა პოპულარობას იხვეჭს.

ბრიტანეთის მედიცინის ასოციაციამ წესების გარეშე ბავშვთა შორის ბრძოლა დაგმო: "ჩვენ გალიაში გამომწყდეული ბავშვების ბრძოლის წინააღმდეგი ვართ. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია."

ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული