ტიფოზების საძულველ არბიტრს ორნახევარი წლით ციხე მიუსაჯეს

AutoSharing Option
ფიფას ყოფილ არბიტრს ბაირონ მორენოს ნიუ იორკის სასამრთლომ ნარკოტიკების გადატანის გამო 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეროვნებით ეკვადორელი მსაჯი 2010 წლის სექტემბერში კენედის აეროპორტში დააკავეს, მას ექვსი კილოგრამი ჰეროინი აღმოუჩინეს.

მსოფლიო პოპულარობა ეკვადორელმა მსაჯმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მოიპოვა, როცა ნახევარფინალში სამხრეთ კორეა "გაიყვანა". კორეის ნაკრების მეტოქე იმ დროს იტალიის ეროვნული გუნდი გახლდათ. მორენომ აღნიშნულ შეხვედრაში იტალიელებს გოლი არ ჩაუთვალა და მოედნიდან ტოტიც გააძევა.

მოგვიანებით, 2003 წელს, ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციამ მორენოს ქვეყნის ნაციონალურ პირველობაში ცუდი მსაჯობისთვის დისკვალიფიკაცია მისცა. ერთ-ერთ
მატჩში არბიტრმა ძირითად დროს 12 წუთი დაამატა, რითაც მასპინძლებს ორი გოლის გატანის საშუალება მისცა და საბოლოო ჯამში თამაშიც მოაგებინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული