ეროვნებით ეკვადორელი მსაჯი 2010 წლის სექტემბერში კენედის აეროპორტში დააკავეს, მას ექვსი კილოგრამი ჰეროინი აღმოუჩინეს.
მსოფლიო პოპულარობა ეკვადორელმა მსაჯმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მოიპოვა, როცა ნახევარფინალში სამხრეთ კორეა "გაიყვანა". კორეის ნაკრების მეტოქე იმ დროს იტალიის ეროვნული გუნდი გახლდათ. მორენომ აღნიშნულ შეხვედრაში იტალიელებს გოლი არ ჩაუთვალა და მოედნიდან ტოტიც გააძევა.
მოგვიანებით, 2003 წელს, ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციამ მორენოს ქვეყნის ნაციონალურ პირველობაში ცუდი მსაჯობისთვის დისკვალიფიკაცია მისცა. ერთ-ერთ