გულშემატკივრებს მოურინიოსთვის თვალში ჩარტყმის საშუალება მისცეს

AutoSharing Option
ესპანურმა კომპანია Reus Avellana Digital-მა iPhone-სთვის თამაში შექმნა, რომლის ამოცანაც მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის თვალში თითის ჩარტყმით რაც შეიძლება მეტი ქულის მოგროვებაა. თამაშს "მოუს თვალები" ჰქვია და მასში გასამარჯვებლად სამი დონის სიძნელის გადალახვაა საჭირო.

თამაში 17 აგვისტოს "ბარსელონას" და "რეალს" შორის ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩის ბოლოს მომხდარი ინცინდენტის მოტივზეა გაკეთებული. მაშინ საერთო შეხლაშემოხლისას მოურინიომ გვარდიოლას ასისტენტ ტიტო ვილანოვას თვალში თითი ჩაარტყა და ყურებში ხელი წაავლო.

თამაშის შემქმნელები გულშემატკივრებს სთავაზობენ არბიტრის და ტელეკამერების არ არსებობით ისარგებლონ და "მოურინიოს საკუთარი
წამლის გამოცდა აიძულონ". კომპანია Reus Avellana Digital კატალონიის ქალაქ რეუსში მდებარეობს, რომელიც ბარსელონიდან არც ისე შორსაა.

მოურინიოს გარდა თამაშის მონაწილეა დამკვირვებელი, რომელიც "ბარსელონას" იმ თანაშრომელს ჰგავს, 17 აგვისტოს შეხლაშემოხლის ერთერთი აქტიური მონაწილე რომ იყო. როგორც მოურინიო, დამკვირვებელიც ხშირად იცვლის მდგომარეობას და შიგადაშიგ "რეალის" მწვრთნელს მოთამაშის მიერ თვალში დარტყმისგან იცავს.

ბარსელონური გამოცემა AS-ის საიტზე ვიდეორგოლია გამოტანილი, სადაც ნაჩვენებია, როგორ გადის უცნობი ადამიანი "მოუს თვალების" სამივე დონეს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული