რუსეთის კრივის ნაკრების ჩავარდნა მწვრთნელის ლოთობით ახსნეს

AutoSharing Option
რუსი მოკრივის, იგორ მეხონცევის მამამ, ლეონიდ მეხონცევმა მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსების წარუმატებელი გამოსვლა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ნიკოლაი ხრომოვის გადაბმული სმით ახსნა.

"ხრომოვი და მისი თანამეინახეები უკვე კვირაა გადაბმულად სვამენ!"- თქვა მეხონცევმა.

მეხონცევმა ხსენებული განცხადება, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, მისი ვაჟის კუბელ ხულიო ლა კრუსთან დამარცხების შემდეგ გააკეთა.

ბაქოში გამართულ 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული