"ვოლგა" VS "მის ნიჟნი ნოვგოროდი"

AutoSharing Option
რუსეთის საფეხბურთო კლუბი "ვოლგა", რომელშიც 6 ქართველი ლეგიონერი გამოდის, "მის ნიჟნი ნოვგოროდი" კონკურსის მონაწილეებისგან შემდგარ გუნდთან ამხანაგური მატჩის გამართვას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ "ვოლგას" სამი ქართველი ფეხბურთელი: ლაშა სალუქვაძე, გოგიტა გოგუა და გოჩა ხოჯავა მთავარი გუნდიდან მოკვეთილები არიან, თუმცა მიზეზი დღემდე უცნობია.

ამჟამად ეს ფეხბურთელები გუნდის დუბლებში გამოდიან, ხოლო ლაშა სალუქვაძე ინდვიდუალურად ვარჯიშობს მიღებული ტრავმის გამო.

იმედია "ვოლგას" მთავარი მწვრთნელი დმიტრი ჩერიშევი ქართველ ლეგიონერებს მოედანზე ნიჟნინოვგოროდელ ლამაზმანებთან შეხვედრაში მაინც გაიყვანს.

მომზადებულია fcvolgann.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული