- თბილისის ხუთმა სკოლამ გადაწყვიტა გაერთიანება და სპორტული კლუბის შექმნა. საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე მათ ამის უფლება აქვთ, ამიტომ ასეთი წამოწყება მისასალმებელია, რადგან ახალგაზრდობაში სპორტის განვითარებას ემსახურება. სპორტული პოტენციალი თითოეულ ადამიანშია, მთავარი მისი სწორი მიმართულებით წარმართვაა. ვიმედოვნებ, სპორტული კლუბის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს, როგორც სპორტში ახალგაზრდობის მეტად ჩართვას, ასევე
საუბარი 115 სკოლის დირექტორმა ზვიად ქადარიამ განაგრძო:
- საქმის დაწყება იოლი არ არის. მაგრამ, ხუთმა სკოლამ ეს გავაკეთეთ, ახლა სხვა სკოლებიც უნდა შემოგვიერთდნენ და თბილისის მასშტაბებსაც უნდა გავცდეთ.
ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელმა გია ბეგიაშვილმა დასძინა, რომ პირველი ღონისძიება 20 ოქტომბერს დაიწყება და მასში უკვე ათი სკოლის საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კლუბის სამომავლო მიზნებზე კი თქვა:
- პირველ რიგში, ჩატარდება შიდა სასკოლო შეჯიბრებები, რომელიც გამოარკვევს სკოლის საუკეთესო სპორტსმენებს. მათგან შეიკრიბება სკოლის ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კლუბის სასკოლო ჩემპიონატში. კლუბებში თავგამოჩენილი მოსწავლეებისგან შეკრებილი ნაკრები კი ფედერაციების მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ტურნირებში ითამაშებს. ღონიეძიებებში მონაწილეობას მიიღებენ მეხუთე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები.
207 სკოლის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე:
- მტკიცე საძირკველი ჩავყარეთ, ახლა მთავარია ზედნაშენი. კლუბის ჩამოყალიბებით არაერთ ახალგაზრდას გამოვგლიჯავთ ქუჩას და სწორ გზაზე დავაყენებთ.
ბოლოს დავძენთ, რომ კლუბში გაერთიანდნენ 115 (დირექტორი ზვიად ქადარია), 69-ე (თეა პაპავა), 173-ე (თინათინ ნასიძე), 114-ე (გულიკო გაბიტაშვილი), 207-ე (ზურაბ ჩხაიძე) სკოლები. დამსწრე საზოგადოებას ხალხური სიმღერები შესთავაზა სკოლის პატარა მომღერალთა გუნდმა. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"