ნავარაში ხარმა ტრიბუნაზე გაინავარდა

AutoSharing Option

ესპანური მედია იტყობინება, რომ ოთხშაბათს, ბასკური ნავარის ქალაქ ტაფალიაში გამართული ხარების წარმოდგენის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთერთმა ხარმა ენითაუწერელი აკრობატული ნახტომის მეშვეობით მოახერხა არენიდან ხალხით სავსე ტრიბუნაზე გადასვლა. ხალხის მასაში გააფთრებული ხარის გამოჩენამ დიდი აურზაური გამოიწვია. ბასკი მაყურებლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველი შოკის შემდეგ ბევრმა მამაცმა ახალგაზრდამ სცადა ხარის რაიმე სახით დამორჩილება. ვიდეოკადრებში ჩანს როგორ იჭერს ერთ-ერთი რეკორდატორი (წარმოდგენის დროს ხარებთან სხვადასხვა ილეთების შემსრულებელი) ხარს კუდით, მაგრამ ცალკეული ადამიანის ძალისხმევას შედეგი არ მოჰყოლია.
ორგანიზატორებმა ხარის დამორჩილება მხოლოდ 15 წუთის შემდეგ შეძლეს. ტრიბუნებზე ჭყლეტამ და არეულობამ 30 ადამიანის დაშავება გამოიწვია. მათ შორის ბევრი ბავშვია, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 10 წლის ბიჭუნაა, რომელსაც ნაფლეთი ჭრილობები აღენიშნება.
იხილეთ ვიდეო
მომზადებულია ბასკური ინტერნეტრესურსის (eitb.com) მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული