კრივში მსოფლიოს ჩემპიონებმა ქალის გამო იჩხუბეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონი კრივში IBF-ის ვერსიით (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) 49 კგ-მდე წონით კატეგორიაში ულისეს სოლისი და მსოფლიოს ჩემპიონი WBC-ის ვერსიით (მსოფლიოს საკრივო საბჭო) 69.9 კგ-მდე წონით კატეგორიაში საულ ალვარესი ერთმანეთს მექსიკაში, გვადალახარას ქუჩაში დაუპირისპირდნენ.

21 წლის ალვარესმა ჩხუბში 30 წლის სოლისს ყბა გაუტეხა და კბილები ჩაუმტვრია. არადა, დეკემბერში სოლისს საჩემპიონო ტიტული უნდა დაეცვა, თუმცა მისი პრომოუთერის თქმით, ახლა მას ოპერაცია ელის, ბრძოლას კი 2012-ის დეკემბერში გადაიტანენ.

ჩხუბის მიზეზი ალვარესის მეგობარი გოგონა ყოფილა, რომელსაც სოლისი თურმე ძალიან თამამად ექცეოდა. თავიდან ალვარესმა სოლისი
სიტყვიერად შეურაცხყო, შემდეგ კი მუშტი-კრივზე გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული