ნარდი, კონტაქტები

AutoSharing Option
კოსტანტინოს კოსმიდისი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა 25 წელიწადი დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში იმუშავა ინჟინრად.

რვა წელიწადია, ოჯახთან ერთად სალონიკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სპორტული ნარდისა და სხვა სამაგიდო თამაშების ფედერაცია ჩამოაყალიბა. ნოსტალგიის გასაქარვებლად და საქართველოსთან ურთიერთობის გასამტკიცებლად სწორედ სპორტული ნარდი აირჩია.

ინტერნეტით მოძებნა და შეეხმიანა საქართველოს ნარდის ასოციაციის პრეზიდენტ თემურ ქურციკიძეს, სალონიკელ თანამოაზრეებთან ერთად თბილისს ეწვია და ბერძნულ რესტორან "როდოსში" პირველი ამხანაგური საერთაშორისო მატჩიც გაიმართა ქართველ და ბერძენ მონარდეთა შორის. მასპინძელთა სპორტულ ღირსებას იცავდნენ დედაქალაქის ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი,
პარლამენტარი ბეჟან ხურციძე, სენიორებში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ომარ დვალი, ცნობილი მსახიობი იმედა კახიანი და სხვები.

შეჯიბრებები ოთხ სახეობაში გაიმართა. ნარდი საერთაშორისო წესებით: ბეჟან ხურციძე-გიორგიოს მანამასიდისი 11:10, ომარ დვალი-კოსტანტინოს კოსმიდისი 7:3. მოკლე ნარდი: სოფო ვასაძე-მადონა სავიდი 6:7, სოფო გოდუაძე-იზოლდა სარიდი 3:7, იმედა კახიანი-ემანუელ პილავოვი 8:3, დავით დათოშვილი-იური სარიდი 6:7. გრძელი ნარდი. ომარ დვალი-კონსტანტინოს კოსმიდისი 9:4. წყვილები. იმედა კახიანი, არტურ ზადიკიანი-იური სარიდი, მანუელ პილავოვი 5:2.

თემურ ქურციკიძემ და კონსტანტინოს კოსმიდისმა შეჯიბრების მონაწილენი სამახსოვრო პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
სტუმრებმა მასპინძლები გაისად საპასუხო ვიზიტით სალონიკში მიიწვიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული