ინტერნეტში ყველაზე ხშირად მარია შარაპოვას დაეძებენ

AutoSharing Option
სპორტული თვალსაზრისით არცთუ წარმატებული სეზონის მიუხედავად, რუსი მარია შარაპოვას პოპულარობამ ინტერნეტის მომხმარებლებს შორის  პიკს მიაღწია.

ისე, რომ არცერთი დიდი ტურნირი არ მოუგია, მომხიბლავმა რუსმა ჩოგბურთელმა ინტერნეტით ყველაზე ხშირად ძიებადი სპორტსმენის ტიტული სკანდალურ მეგოლფე ტაიგერ ვუდსს იოლად ჩამოართვა.

საძიებო სისტემა Bing-ის რეიტინგის პირველ ხუთეულში კიდევ ორი ჩოგბურთელი ამერიკელი სერენა უილიამსი და დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი მოხვდა.

Bing-ის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. მარია შარაპოვა (ჩოგბურთი)
2. ტაიგერ ვუდსი (გოლფი)
3. სერენა უილიამსი (ჩოგბურთი)
4. ბრეტ ფავრი (ამერიკული ფეხბურთი)
5. კაროლინ ვოზნიაცკი (ჩოგბურთი)
6. კობი ბრაიანტი (კალათბურთი)
7. ლებრონ
ჯეიმსი (კალათბურთი)
8. ლამარ ოდომი (კალათბურთი)
9. ჰოუპ ამელია სოლო (ფეხბურთი)
10. კარმელო ენტონი (კალათბურთი)

ამერიკის ქალთა ნაკრების ფეხბურთელის ჰოუპ სოლოს ათეულში მოხვედრა არამხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი თამაშით, არამედ პოპულარულ ტელეშოუში "ვარსკვლავებთან ცეკვებში" მონაწილეობით აიხსნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰოუპ ამელია სოლო ვინააა????
dato
18:51 29-11-2011
0

სიახლეები პოპულარული