ივ როსი აქამდე ცნობილი იყო იმით, რომ თავისი გამოგონების წყალობით მოკლე მანძილი გაიარა - კერძოდ, დიდ კანიონს შემოუფრინა. ახლა კი შვეიცარიელმა გადაწყვიტა უფრო სერიოზული გამოცდა მოეწყო თავისი საფრენი აპარატისთვის და შვეიცარიის ალპების თავზე ეფრინა, თანაც გვერდით ორი რეაქტიული თვითმფრნავი "ალბატროსი" ამოიყენა.
ივ როსის გამოგონება ორი მყარი ფრთისგან შედგება. ის აღჭურვილია ოთხი რეაქტიული ძრავით,
როსიმ ვერტმფრენის დახმარებით სტარტი ქალაქ სიონის გარეუბნიდან აიღო. მას რადიოთი ჰქონდა კავშირი რეაქტიული თვიმფრინავების პილოტებთან, რომლებიც თავზეხელაღებულ ექსტრემალს რამდენიმე წუთის შემდეგ შეუერთდნენ.
ივ როსის ჩანაფიქრით, მას და ორ თვითმფრინავს რამდენიმე წუთი სინქრონულად უნდა ეფრინათ. მაგრამ "ალბატროსები" ძლიერ სიმხურვალესა და ჰაერის ძლიერ ნაკადს აფრქვევდნენ, ამიტომაც როსი ზურგიდან ვერ მიუახლოვდა თვითმფრინავებს. ამიტომაც მოუწია გრძელი ვირაჟის შესრულება და მათთან მარჯვნიდან მისვლა.
ბუნებრივია, შვეიცარიელის საფრენი აპარატისა და თვითმფრინავების სიჩქარეებს შორის დიდი სხვაობა იყო და სინქრონის დასაცავად პილოტებს სიჩქარის მინიმუმამდე დაგდება მოუწიათ.
ოპტიმალური სიჩქარის მონახვის შემდეგ როსი ორ თვითმფრინავს შორის მოექცა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მათთან ერთად დედამიწიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე იფრინა.
მისიის შესრულების შემდეგ როსიმ ძრავები გამორთო და პარაშუტის დახმარებით უვნებელი დაეშვა მიწაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"