"ოქროს პერგამენტის" ლაურეატს სპორტშიც გამოავლენენ

AutoSharing Option
2011 წლის ადამიანებისა და კომპანიების - "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები 24 დეკემბერს ბაგრატიონის დარბაზში 12 ნომინაციაში დასახელდებიან.

11 გამარჯვებული გამოკითხვით გამოვლინდება, ერთ ნომინანტს კი ორგანიზატორი - ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" დაასახელებს.

"ტრადიციულად ერთადერთი ნომინაცია, სადაც რესპოდენტებს ეძლევათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, არის "წლის ადამიანი", სხვა ნომინაციებში გამოკითხვის ანკეტაში მითითებულია კონკრეტული კანდიდატები, რომლებიც რეიტინგული გამოკითხვით შეირჩნენ. ამასთან, ისევე როგორც გასულ წელს, ორგანიზატორები გავცემთ საპატიო "ოქროს პერგამენტსაც", - აცხადებს ახალი ამბების სააგენტო "ი-ეიჩ-ენის" დირექტორი გოჩა მირცხულავა.

სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხება 3 100 რესპოდენტი ყველა
სოციალური ფენის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ლაურეატები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია და "ოქროს პერგამენტის" საპატიო ლაურეატი.

გამოკითხვის ანკეტაში სპორტიდან შეყვანილნი არიან შემდეგი კანდიდატები:

წლის სპორტსმენი (გუნდი):
არაბიძე მერი;
გორგოძე მამუკა;
კობიაშვილი ლევანი;
მარსაგიშვილი დავითი;
სანიკიძე ვიქტორი;
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები;
საქართველოს საკალთბურთო ნაკრები;

P.S. გასულ წლებში სხვადასხვა ნომინაციებში სპორტის სფეროდან "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები არიან: მანუჩარ კვირკველია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, ირაკლი ცირეკიძე, ნოდარ ქუმარიტაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული