ვინ გახდება 2011 წლის საუკეთესო გუნდი?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა", ამერიკის თასის მფლობელი ურუგვაის ეროვნული გუნდი და მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული იაპონიის ქალთა საფეხბურთო ნაკრები იმ 14 პრეტენდენტთა რიცხვში არიან, ვინც Laureus პრემიის "2011 წლის საუკეთესო გუნდის" ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

ასევე შემოგთავაზებთ სხვა პრეტენდენტებსაც:

"ბოსტონი" (ჰოკეი, NHL), ახალი ზელანდიის ნაკრები (რაგბი), საფრანგეთის ნაკრები (განდბოლი, მამაკაცები), ინგლისის ნაკრები (კრიკეტი, მამაკაცები), ინდოეთის ნაკრები (კრიკეტი, მამაკაცები), ჩინეთის ნაკრები (მაგიდის ჩოგბურთი, მამაკაცები), ჩინეთის ნაკრები (წყალში ხტომა, მამაკაცები), "დალას მავერიქსი" (კალათბურთი, NBA), "გრინ ბეი პეკერსი" (ამრეკიული ფეხბურთი, NFL), "ობერნ ტაიგერსი" (ამერიკული
ფეხბურთი), "რედ ბული" (ფორმულა 1)

გამარჯვებულის ვინაობა 2012 წლის 6 თებერვალს, ლონდონის გალა-ცერემონიაზე გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული