პრეზიდენტმა სპორტის წარმომადგენლები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარლის სახლში სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი პირადად გადასცა. 

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესა და რაგბის პროგრამების განვითარების ხელმძღვანელ ჯეიმს რიჩარდ დიქსონს ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებისთვის გადაეცათ.

"მინდა ყველას მადლობა გითხრათ, რადგან წელს პირველად გამოჩნდა თქვენი მრავალწლიანი მუშაობის შედეგი, რომ საქართველო რაგბშიც და კალათბურთშიც ბევრად უფრო წინ
წავიდა. ეს არის ნაწილი საერთო პროცესის, რაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რომ საქართველო მესამეხარისხოვანი ქვეყნიდან უნდა გადაიქცეს პირველხარისხოვან ქვეყნად.

სპორტს ამაში გადამწყვეტი როლი აქვს. მე კარგად ვნახე, ლიტვაში რამხელა რეაქცია იყო ჩვენი ნაკრების თამაშზე, როგორ საერთო სახალხო ზეიმად იქცა თქვენი იქ ყოფნა. ლონდონში ყოფნის დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აღტაცებით მელაპარაკა საქართველოს ნაკრების თამაშზე, მათ შორის, ინგლისის გუნდთან და განცვიფრება გამოხატა. მისთვის სიურპრიზი იყო ჩვენი ასეთი თამაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული